ალექსანდრე თოფურია: როგორც ვხედავ, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას მინიმუმ ერთრაუნდიანი ბრძოლის ფასი აქვს, მნიშვნელობა არ აქვს, ქალი ხარ თუ კაცი, ბავშვი

“როგორც ვხედავ, საქართველოში სიტყვის თავისუფლებას მინიმუმ ერთრაუნდიანი ბრძოლის ფასი აქვს, მნიშვნელობა არ აქვს, ქალი ხარ თუ კაცი, ბავშვი თუ მოზარდი.
ბუნებრივია, რომ ხალხი გაბრაზებული გამოვიდა იმის გასაპროტესტებლად, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
სახელმწიფოს თმენის ვალდებულება გააჩნია ყველაზე განრისხებული მოქალაქის ქცევის მიმართაც კი!
როგორც ადამიანს და როგორც ქართველს, ძალიან მიჭირს ასეთი მძიმე კადრების ყურება. ვწუხვარ, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთი გამოწვევების წინაშე დგას” | წერს ილია თოფურიას ძმა და UFC-ის მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია

ასევე დაგაინტერესებთ

„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა კვლავ უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და ამ წუთებშიც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს