ალექსანდრე თვალჭრელიძე – 4 ოქტომბრის არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული და უალტერნატივო არჩევნები იქნება, გახლეჩილია ოპოზიცია, ერთიანი პოზიციის არარსებობა და მკვეთრი დაპირისპირებაა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
– ბატონო ალექსანდრე, 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითთმართველობის ჩატარდება. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, ბევრი არჩევნები გვახსოვს, მაგრამ, მოახლოებულ არჩევნებს, პრაქტიკულად არც ერთი არ ჰგავს.
ვითარება, რომ ბევრი თვალსაზრსით ერთდროულად საკმაოდ პოლარიზებულიცაა და დამძიმებული, ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, დარწმუნებული ვართ, თავადაც ადევნებთ თვალს, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას.
– როგორც უცნობის ერთ-ერთ ადრეულ სიმღერაშია, „ქვეყანაში ფერებია მუქი“. 4 ოქტომბრის არჩევნები, ალბათ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული არჩევნები იქნება, იმიტომ რომ პრაქტიკულად უალტერნატივოა. გახლეჩილია ოპოზიცია, ერთიანი პოზიციის არარსებობა, ოპოზიციაში მკვეთრი დაპირისპირება…
უნდა ითქვას, რომ საქართველოში, როგორც მას უახლოესი ისტორია გვასწავლის, არჩევნებს არა იდეები, არამედ პიროვნებები იგებენ. ეს გააკეთეს ზვიად გამსახურდიამ, და არა მისმა „მრგვალმა მაგიდამ,“ ედუარდ შევარდნაძემ, და არა მისმა მოქალაქეთა კავშირმა, მიხეილ სააკაშვილმა, და არა მისმა „ნაცმოძრაობამ“ და ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა, და არა მისმა „ქართულმა ოცნებამ.“ პოლიტიკური სარბიელიდან ამ ლიდერების წასვლა ავტომატურად შესაბამისი პარტიის გაქრობას გულისხმობს.
4 ოქტომბრის არჩევნები, ალბათ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული პრაქტიკულად ულტერნატივო არჩევნები იქნება, გახლეჩილია ოპოზიცია, ერთიანი პოზიციის არარსებობა, და მკვეთრი დაპირისპირება…
ახლანდელ ოპოზიციურ ფრთაზე მკვეთრად გამოხატული ლიდერი არ ჩანს და ასეთ ვითარებაში, ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით, არჩევნების მოგება შეუძლებლად მიმაჩნია.
და კიდევ ერთი. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ 4 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მმართველობა დაემხობა და ხალხი გაიმარჯვებს. მაგრამ, ვთქვათ, საგან განსხვავებით, მათ არავითარი სამოქმედო გეგმა არ გააჩნიათ, ჯერ ერთი, იმიტომ რომ ძალაუფლების დამხობის თვითონაც არ სჯერათ და მეორეც, მეჩვენება, რომ ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებლობის აღებისთვის საერთოდ მზად არ არიან.
ასეთი უტოპისტური მიდგომები, ვთქვათ მკვეთრად, ტყუილები, რასაკვირველია, მოსახლეობაში შეუმჩნეველი არ რჩება და ჩვენი თანამემამულეები იმოქმედებენ პრინციპით „შინაური ჭირი მარგებელია“.
დაპირებების მიუხედავად საქართველოს -თან ურთიერთობები არ და ვერ გამოსწორდა. ოფიციალური თბილისი ვაშინგტონს „სუფთა ფურცლიდან“ ურთიერთობების დაწყებას სთავაზობს, ვაშინგტონიდან კი ჯერჯერობით, არანაირი პასუხი არ ჩანს. მეტიც, ვხედავთ რომ აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება საკმაოზე მეტად კრიტიკულია.
– გააჩნია კი საერთოდ ჩვენ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკური სტრატეგია? თუ „სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა“ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცუგცვანგის პრინციპით მოქმედებს? შეიძლება კი, რომ შენი ყველაზე ახლო პარტნიორი ისეთი ოდიოზური ფიგურა იყოს, როგორც ა?
მეჩვენება საერთოდ, რომ ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებს პროვინციალიზმის დაღი ადევს. რად ღირს, თუნდაც, მოწოდებები აშშ-ს ადმინისტრაციის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ? და იმ განცხადებებსაც, რომ თურმე აშშ-ს არა , არამედ „დიფ სტეიტი“ მართავს?
ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებს პროვინციალიზმის დაღი ადევს. რად ღირს, თუნდაც, მოწოდებები აშშ-ს ადმინისტრაციის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ? და იმ განცხადებებსაც, რომ თურმე აშშ-ს არა დონალდ ტრამპი, არამედ „დიფ სტეიტი“ მართავს?
ჩვენმა ხელისუფლებამ გეზი ხისტ, ავტორიტარულ მმართველობაზე აიღო. შეგვიძლია ერთ დღეს ასეთი ცვლილებების მიზეზებიც სერიოზულად გავაანალიზოთ. მთავრობა ს განცხადების ერთგულია და არჩევნების შემდეგ, მის რიტორიკას თუ გავყვებით, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვას გეგმავს, რისთვისაც ყველაზე ცუდი მომენტი გამონახა.
და მერე უკვირს, რომ მთავრობის წარმომადგენლებს არავინ ელაპარაკება. გაიხსენონ ნიუტონის კანონი: უკუმედება ქმედების ტოლია.
– თქვენ კითხვას თვითონვე უპასუხეთ. ქართული ღერბის დევიზია „ძალა ერთობაშია“. ამიტომ, ოპოზიციაში ნებისმიერი განხეთქილება გეომეტრიული პროგრესიით აძლიერებს „ქართულ ოცნებას“.
ოპოზიციაში ნებისმიერი განხეთქილება გეომეტრიული პროგრესიით აძლიერებს „ქართულ ოცნებას“
რამდენჯერ უნდა გავიმეორო უმარტივესი ჭეშმარიტება: არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომა იყო, მაგრამ თუ ოპოზიციური ფრთის უდიდესმა ნაწილმა ეს სტრატეგია აირჩია, მას ყველა უნდა გაყოლოდა.
არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომა იყო, მაგრამ თუ ოპოზიციური ფრთის უდიდესმა ნაწილმა ეს სტრატეგია აირჩია, მას ყველა უნდა გაყოლოდა
– ტყუილად აქვთ 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის იმედი. „“ წარმატებული იყო იმის გამო, რომ ხელისუფლების წიაღში განხეთქილება მოხდა, ხოლო ძალოვან სტრუქტურებში ღალატი გამოიჩეკა.
2003 წლისაგან განსხვავებით, დღეს ვითარება ძირფესვიანად განსხვავებულია, ოპოზიციას უნარი არ შესწევს შესთვაზოს მოსახლწობას რაიმე სახის მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ალტერნატივა. ხალხი თუ მშვიდად იდგება რუსთაველზე, მერწმუნეთ, პარლამენტის შენობას არავინ დაცლის, ხოლო ნებისმიერი მოწოდება, ან, უფრო სწორად, პროვოკაცია პარლამენტის შენობაში „მშვიდობიანი შეჭრისკენ“ უსასტიკესად იქნება დასჯილი.
2003 წლისაგან განსხვავებით, დღეს ვითარება ძირფესვიანად განსხვავებულია, ოპოზიციას უნარი არ შესწევს შესთვაზოს მოსახლწობას რაიმე სახის მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ალტერნატივა. ხალხი თუ მშვიდად იდგება რუსთაველზე, მერწმუნეთ, პარლამენტის შენობას არავინ დაცლის, ხოლო ნებისმიერი მოწოდება, ან, უფრო სწორად, პროვოკაცია პარლამენტის შენობაში „მშვიდობიანი შეჭრისკენ“ უსასტიკესად იქნება დასჯილი
მერწმუნეთ, დემონსტრაციის ყველაზე სასტიკი დარბევის ტექნოლოგიები ჩვენ ჯერ არ გვინახავს.