ალექსანდრე თვალჭრელიძე – ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
– ბატონო ალექსანდრე, ალიასკაში ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე ბევრი შეფასება კეთდება.
რუსები ამ შეხვედრას „ისტორიულ შეხვედრად“ აფასებენ, გასაგებია რატომაც, ში ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტი პუტინი ნაწილობრივ იზოლაციაში იყო და რუსეთს ეკონომიკური საქნქციები ჰქონდა დაწესებული. სწორედ ასეთ ვითარებაში შეხვდა მას -ს პრეზიდენტი ტრამპი.
ტრამპი-პუტინის შეხვედრისთვის ჩრდილი იმასაც კი არ მიუყენებია, რომ ქვეყნების დელეგაციებს შორის გაფართოებულ რეჟიმში არც შეხვედრა გამართული და არც დაგეგმილი სადილი.
ტრამპი-პუტინის ერთობლივ კონფერენციაზე ძირითადად მოვისმინეთ პუტინის მსჯელობები აშშ-ს ისტორიულ მეგობრობაზე და ის პოლიტიკური პრეტენზიები, რომელსაც კრემლი დასავლეთსა და აშშ-ს, კერძოდ პრეზიდენტ ბაიდენს უყენებდა უკრაინაში ომის დაწყებამდე და რასაც ის „რუსეთისთვის ფუნდამენტალურ საფრთხეებს“ და უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების საბაბს უწოდებს.
მეტიც, დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ პუტინმა ტრამპს პრაქტიკულად იგივე პრეტენზიები გაუმეორა, რაც 2022 წელს პრეზიდენტ ბაიდენს. ფაქტია, ეს პრეტენზიები ტრამპა არ შეიმჩნია, მაგრამ, ფაქტი, ფაქტად რჩება.
თქვენ როგორ შეაფასებდით ალიასკაზე ტრამპსა და პუტინს შორის გამართულ შეხვედრას?
– განვიხილოთ მოვლენები თანმიმდევრულად. ტრამპი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ორ საზოგადოებრივი აზრის მოზიდვის ხერხს მომართა: პირველი, ის მრავალჯერ იმეორებდა, რომ ბაიდენის ნაცვლად პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, რუსეთ-უკრაინის ომი საერთოდ არ გაჩაღდებოდა და მეორე, ის ასევე მრავალჯერ იმეორებდა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იგი ომს მყისიერად დაასრულებდა. როგორც იტყვიან, ა ბურთი და ა მოედანი.
არ ვიცი, ტრამპი მართლაც მის მიერ შექმნილ ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს, ან ეს აღუსრულებელი დაპირებანი მხოლოდ პიარული ხრიკებია.
საქმე კი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინმა უკრაინიასთან ომისთვის მზადება ჯერ კიდევ 2009 წლის ადრე გაზაფხულზე დაიწყო უკრაინასთან წაგებული ე.წ. „გაზის ომების“ შემდეგ. ეხლა აქ ამ ომების არსის ახსნის დრო ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, ჩრდილო ნაკადის გაზსადენის აშენების მიუხედავად, ევროპის გაზის ბაზრის გასაღები მაინც უკრაინას ეჭირა.
ამიტომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას ორი გეოსტრატეგიული მიზეზი ჰქონდა: პირველი, დაუმორჩილებელი უკრაინის დასჯა და მეორე, ევროპის გაზის ბაზრის გასაღების დაბრუნება, მათ შორის – უკრაინული სტრატეგიული გაზსადენებისა და მიწისქვეშა გაზის საცავების ხელში ჩაგდების გზით.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას ორი გეოსტრატეგიული მიზეზი ჰქონდა: პირველი, დაუმორჩილებელი უკრაინის დასჯა და მეორე, ევროპის გაზის ბაზრის გასაღების დაბრუნება, მათ შორის – უკრაინული სტრატეგიული გაზსადენებისა და მიწისქვეშა გაზის საცავების ხელში ჩაგდების გზით
ომი ჯერ ჰიბრიდულ ხასიათს ატარებდა და რუსეთს უკრაინის პრეზიდენტად თავისი მარიონეტის დასმა სურდა. ერთი შეხედვით, ამ ტაქტიკამ გაამართლა, მაგრამ ამას უმალვე „მაიდანი“ მოყვა.
2014 წლიდან, უმალვე სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, ომი აქტიურ ფაზაში შევიდა და ამას ს ანექსია და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რუსი სეპარატისტების გააქტიურება მოყვა. არ დავივიწყოთ, რომ ამ სამხედრო მოქმედებებში აქტიურად იყო ჩართული ვაგნერის ჯგუფი აწ ლიკვიდირებული პრიგოჟინის თაოსნობით.
ეხლა, ვინც აანალიზებს პუტინის ქმედებებს იცის, რომ იგი თავის მიზნებს არასდროს ივიწყებს. მან შეიძლება დროებით უკან დაიხიოს, მაგრამ ხელსაყრელ გარემოებებში მიტოვებულ ზღუდეს ისევ უბრუნდება.
არაერთხელ მითქვამს, რომ პუტინი ცუდი სტრატეგი და ბრწყინვალე ტაქტიკოსია. იგი მშვენივრად ხვდება, რომ პრეზიდენტი ტრამპი უროსა და გრდემლს შორისაა მოქცეული: ერთი მხრივ, უკრაინა, ევროპა და მთელი ცივილიზებული სამყარო, მეორე მხრივ კი ჯიუტი პუტინი. ამ სიტუაციაში, თუნდაც ალიასკაში, პუტინი შეეცადა მაქსიმალური პრეტენზიები წაეყენებინა, ანუ ზუსტად ის მიზნები დაესახელებინა, როგორც 2022 წელს ომის დაწყებამდე. შემდეგ კი ის ალმათ გარკვეულ დათმობებზე წავა.
მაგრამ მიღწეული მშვიდობა, უფრო ზუსტად კი ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მყიფე და კვაზიწონასწორული იქნება. უკრაინა არასდროს შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას, პუტინი კი, თუნდაც იმიჯის შელახვის შიშით, არ დათმობს პრეტენზიებს.
ეხლა, მე მეჩვენება, რომ ტრამპი უკვე ამას ხვდება, ანდა მისმა მრჩეველებმა მას ეს მარტივი რეალობა შთააგონეს. ამიტომ ის მაინც შეეცდება ამ კვაზისტაბილური წონასწორობის შექმნას და მის შენარჩუნებას თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. მერე კი, გინდ წარღვნა ყოფილიყოს…
ომი კი მხოლოდ ორი გარემოებიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში შეიძლება რეალურად დასრულდეს: ან რუსეთი, როგორც ფედერალური სახელმწიფო, დაიშლება, ან პუტინი ფიზიკურად აღარ იარსებებს. პესიმისტი არა ვარ, რეალისტი ვარ
იმედია, ცივილიზებული ევროპა ამას მშვენივრად აანალიზებს. თუნდაც იმიტომ, რომ ევროპის უსაფრთხოება დღეს ზელენსკის ხელშია. ამიტომ უკრაინის დახმარების ძირითადი ტვირთი ნელ-ნელა ევროპის მხრებს დააწვება.
ომი კი მხოლოდ ორი გარემოებიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში შეიძლება რეალურად დასრულდეს: ან რუსეთი, როგორც ფედერალური სახელმწიფო, დაიშლება, ან პუტინი ფიზიკურად აღარ იარსებებს. პესიმისტი არა ვარ, რეალისტი ვარ.
– დამკვირვებელთა ნაწილი, მათ შორის პოლიტოლოგ ავთანდილ წულაძის მტკიცებით, „ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე“.
თუმცა, პუტინთან ალიასკაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ ტრამპმა foxnews-თვის მიცემულ ინტერვიუში კვლავ გაიმეორა ის, რაზეც, როგორც ჩანს, იგი პუტინთან თავიდანვე შეთანხმებულია, იგულისხმება ის, რომ გაპრეზიდენტების პირველივე დღეებიდანვე აშშ-ს პრეზიდენტი საჯაროდ ამბობდა რომ ომს უკრაინაში მალე დაასრულებდა, მაგრამ, ეს ომი მხარეების მიერ დაკავებულ პოზიციებზე უნდა დასრულებულიყო.
ამ თემაზე ტრამპი მუდმივად საუბრობს იმაზე რომ „უკრაინა რუსეთს უნდა გაურიგდეს“, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ტრამპი მხარს უჭერს პუტინის წინადადებას მოსკოვმა დონბასზე აიღოს სრული კონტროლი და უკრაინა-რუსეთის ფრონტის სხვა მონაკვეთებზე გაყინოს ვითარება და შემდგომ უკრაინამ და რუსეთმა დადონ გარიგება.
გარიგების ნაწილი უნდა იყოს ს მიერ ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება და უკრაინის ნატოში შეუსვლელობა.
ამერიკული კონსერვატიული პრესა აღნიშნავს, რომ ტრამპს პუტინთან შეხვედრაზე არ აღმოაჩნდა სერიოზული ბერკეტი არც პუტინის და არც ზელენსკის წინააღმდეგ.
მეტიც, ამ შეხვედრაზე ტრამპის პოზიცია უფრო სუსტი ლიდერის პოზიციას ჰგავდა. ამ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე პუტინი ცალმხრივად გამოვიდა მცირე და საშუალო სიგრძეზე რაკეტების შეთანხმებიდან. მასშტაბური სამხედრო სწავლებები დაიწყო ბელორუსში, რომელზეც სწავლებები მიმდინარეობდა „გარღვევით“ ოპერაციებზე კალინინგრადის ოლქში. იმავდროულად გააძლიერა შეტევები უკრაინის ფრონტებზე,
ყველაფერ ამის ფონზე გაუგებარი დარჩა ტრამპის ტაქტიკაც და სტრატეგიაც როგორც რუსეთის, ისე რუსეთის მიმართ. თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინასთან და რუსეთთან მიმართებაში ტრამპის ტაქტიკასა და სტრატეგიას?
– აქვს კი ტრამპს მდგრადი სტრატეგია, თუ იგი ცუგცვანგის პრინციპით მოქმედებს? ერთი რამ კი ნათელია, ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება უკრაინასთან დადებული იშვიათი ლითონების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ოლქის დასავლეთი და ცენტრალური ნაწილი ტრამპს თავისთვის უნდა.
ეხლა ორიოდ სიტყვით ბერკეტებზე. ასეთ ბერკეტებზე საჯარო საუბარი არ არის მიზანშეწონილი. ასეთი ბერკეტები ტრამპს ნამდვილად გააჩნია და მას შეუძლია 2 წელიწადში რუსეთის სრული ეკონომიკური კრახი გამოიწვიოს.
ერთი რამ კი ნათელია, ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება უკრაინასთან დადებული იშვიათი ლითონების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ოლქის დასავლეთი და ცენტრალური ნაწილი ტრამპს თავისთვის უნდა
გაიხსენოს თუნდაც რონალდ რეიგანის მიერ შემუშავებული ე.წ. „ნავთობის ახალი პოლიტიკური ეკონომია“. მაგრამ ასეთი ბერკეტების ამუშავებას შეუქცევადი შედეგები მოყვება, რაც ტრამპს, თუნდაც ამ ეტაპზე, ნამდვილად არ სურს.
– ევროპა ტრამპსა და პუტინს შორის მოლაპარაკებებზე ჩართული არ ყოფილა, მაგრამ, პუტინთან შეხვედრამდე უკრაინა-რუსეთის ომის თემაზე ტრამპს ევროპელი ლიდერები ონლაინ რეჟიმში ესაუბრნენ.
მართალია, ტრამპი პუტინს ბევრს არც არაფერზე შეთანხმებია, მაგრამ, ახლა მკაფიოდ ჩანს, რომ რუსეთთან ჭიდილში უკრაინის მთავარ პარტნიორი ევროპა იქნება. ევროპა იყიდის აშშ-გან იარაღს უკრაინისთვის და ასე შემდეგ.
ფაქტია, ომი სამწუხაროდ, გაგრძელდება, რადგან ომის არც დასრულებას და არც ცეცხლის შეწყვეტას პუტინი არ აპირებს, რადგან, მას ჩინეთი ეხმარება, რომელსაც ერთი მხრივ არ სურს რუსეთის დამარცხება, ხოლო მეორე მხრივ, რაც მეტად იქნება ჩართული რუსეთი ომში, იგი მეტად იქნება დამოკიდებული ჩინეთზე.
ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე ევროპის ლიდერები აქტიურად მსჯელობენ. ამ თემაზე მათი შეხვედრა ორშაბათსაც და მომდევნო დღეებშიც გაიმართება.
რამდენად შეძლებს ევროპა უკრაინის დახმარებას? რამდენად რეალიზებადია ევროპის სურვილი ევროპის უსაფრთხოების ახალ სისტემაში აღმოჩნდეს უკრაინა, რასაც ასე თანმიმდევრულად ეწინააღმდეგება პუტინი?
– უკვე გითხარით, რომ პუტინი ცუდი სტრატეგია. ჩერნომირდინის სიტყვები რომ გადავასხვაფეროთ, პუტინს „უნდოდა რუსეთისთვის უკეთესი და გამოვიდა როგორც ყოველთვის“. პ
პუტინის, ჩემი აზრით, წინდაუხედავმა ქმედებებმა ორი ახალი რეალობა შექმნა: პირველი, აშშ-ს გავლენა ევროპაზე სულ უფრო სუსტდება და მეორე, ევროპა ნელ-ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად ერთ მუშტად იკვრება, თავის უსაფრთხოებაზე თვითონ იწყებს ზრუნვას და ამ ახალ უსაფრთხოების სისტემაში უკრაინასაც მიუჩენს თავის ლოგიკურ ადგილს. ამ პროცესების დასრულება რუსეთისთვის დამღუპველი იქნება.
პუტინის, ჩემი აზრით, წინდაუხედავმა ქმედებებმა ორი ახალი რეალობა შექმნა: პირველი, აშშ-ს გავლენა ევროპაზე სულ უფრო სუსტდება და მეორე, ევროპა ნელ-ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად ერთ მუშტად იკვრება, თავის უსაფრთხოებაზე თვითონ იწყებს ზრუნვას და ამ ახალ უსაფრთხოების სისტემაში უკრაინასაც მიუჩენს თავის ლოგიკურ ადგილს. ამ პროცესების დასრულება რუსეთისთვის დამღუპველი იქნება
ეხლა ორიოდ სიტყვით ჩინეთის შესახებ. რუსეთ-ჩინეთის ალიანსი ტაქტიკური და არა სტრატეგიული სვლაა. სტრატეგიულად ჩინეთი რუსეთს ვერ დაეხმარება, ხოლო თუ ამ პროცესში ღრმად შეიჭრა, თავის თავსაც დაკარგავს.
გლობალიზებულ სამყაროში რუსეთისა და ჩინეთის ჩართულობა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების წინსვლას უწყობს ხელს, აიძულებს მათ დაემორჩილონ თამაშის წესებს. გლობალურ ბაზრებზე ნებისმიერი ტრანსაქცია მსოფლიო სარეზერვო ვალუტებში კოტირდება და ასეთებია აშშ დოლარი და მისი დეფოლტის შემთხვევაში – ევრო. ამიტომ დასავლეთს ჭკვიანური ეკონომიკური პოლიტიკით შეუძლიათ აიძულონ ჩინეთი იყოს ნეიტრალური. როგორც არ უნდა გვიქადაგონ, ჩინეთი არ არის სახიფათო.
როგორც არ უნდა გვიქადაგონ, ჩინეთი არ არის სახიფათო
– მალე აგვისტოც მიილევა, ამიტომ ევროპა-საქართველოს ურთიერთობების თემას გვერდს ვერ აუვლით.
ევროპამ საქართველოს 31 აგვისტომდე იმ ვალდებულებების შესრულება შესთავაზა, რომელიც მას აქამდეც უნდა შეესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში გვითხრეს, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, შესაძლოა, შეეზღუდოს ევროპაში უვიზო მიმოსვლა.
თუ ხელისუფლების პროპაგანდას მივადევნებთ თვალს, მკაფიოდ ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ქმნის საზოგადოებრივ აზრს იმის სასარგებლოდ, რომ თუ უვიზო მიმოსვლა შეგვიზღუდეს, ეს იმის გამო, თითქოს ევროკომისია საქართველოსგან ლგბტ პროპაგანდის აკრზალვის შესახებ, ასევე ოჯახის ტრადიციების შესახებ კანონების გაუქმებას მოითხოვს.
არადა, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ახლა უკვე 9 რეკომენდაციაში ამაზე საუბარი საერთოდ არაა. გაუგებარი რჩება, რაში სჭირდება ამგვარი პროპაგანდა მმართველ გუნდს.
აგვისტოს ბოლოსთვის, სავარაუდოდ, რა პასუხი ექნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპულ რეკომენდაციებტან დაკავშირებით?
სავარაუდოდ, რა პასუხს შეიძლება ველოდოთ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიისაგან?
– „ქართულ ოცნებას“ არგუმენტები გამოელია და ერთადერთი, რაც მას დარჩა, არის ქართველი კაცის ეროვნულ სიამაყეზე აგებული პროპაგანდა. როგორც იტყვიან, „არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა“.ეს, რასაკვირველია, აბსურდია.
ჯერ კიდევ 2010 წელს საბერძნეთში მივიღე მონაწილეობა უმაღლესი დონის ევროკავშირის კონფერენციაში, ევროკომისრების მონაწილეობით, სადაც ლაპარაკი იყო ევროკავშირში მცირე ერების იდენტობის შენარჩუნებაზე. ამ პრობლემაზე არა მცირე ერები, არამედ ევროკავშირი ზრუნავდა. მიაქციეთ ყურადღება, „ქართული ოცნება“ ემოციებზე აგებს პროპაგანდას, ხოლო ევროკავშირი საღ აზრზე დებს ფსონს. როგორი სევდიანიც არ უნდა იყოს, ასეთია ვითარება.
„ქართულ ოცნებას“ არგუმენტები გამოელია და ერთადერთი, რაც მას დარჩა, არის ქართველი კაცის ეროვნულ სიამაყეზე აგებული პროპაგანდა. როგორც იტყვიან, „არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა“. ეს, რასაკვირველია, აბსურდია
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სანქციები ხელისუფლებას და არა ქართველ ერს შეეხება. წარმოედგინეთ, რომ ანტანტამ დასაჯა რუსი არისტოკრატი, თეთრგვარდიელი საბჭოური ტერორისა და „პროლეტარიატის დიქტატურის“ გამო. ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ზუსტად ასეთი აბსურდული ნაბიჯი იქნება.
„ქართული ოცნების“ ხსენებული პროპაგანდის გათვალისწინებით მას უკუეფექტი ექნება და ის არა ხელისუფლებით კიდევ უფრო დიდ უკმაყოფილებას, არამედ მოსახლეობაში ნიჰილიზმის გაჩენას შეუწყობს ხელს. ამაზე არაერთხელ მილაპარაკია.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სანქციები ხელისუფლებას და არა ქართველ ერს შეეხება
– ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიების ახლოვდება. „ქართული ოცნება“ ამბობს რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს. ამის რესურსი მათ რომ აქვთ, ცხადადაც კი ჩანს.
მაგრამ, მასში ოპოზიციის მონაწილეობა რომ რიგ შემთხვევაში სათუოა, ამასაც ვხდავთ. „ნაციონალები“, „კოალიცია ცვილებებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. „ლელო“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნოდ ძალებისა თუ შესაძლებლობების გაერთიანებაზე კი შეთანხმდნენ, მაგრამ როგორ მიიღებენ საარჩევნო მარათონში მონაწილეობას, ცხადად, არც ეს ჩანს.
ვითარებაში, როცა ადგილობრივ არჩევნებზე სულაც არაა საჭირო ამომრჩეველტა 50%-ზე მეტის მონაწილეობა, თქვენ როგორ შეფასებდით არჩევნებთან დაკავშირებით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას? ერთი მხრივ ოპოზიციის ნაწილის მონაწილოებისთვის მზადებას, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს?
– საქართველოს ღერბის მთავარი ლოზუნგია: „ძალა ერთობაშია“. მე არაერთხელ მითქვამს, რომ არჩევნების ბოიკოტი შეცდომაა, მაგრამ თუ ამაზე ოპოზიციის დიდი ნაწილი თანხმდება, ეს აზრი ყველა ოპოზიციურმა სუბიექტმა, მოწონს ეს თუ არ მოწონს, უნდა გაიზიაროს.
2012 წელს ივანიშვილმა არჩევნები მოიგო, სხვათა შორის, იმიტომაც, რომ ოპოზიციური ფრთა მთლიანად გააერთიანა. ოპოზიცია ვერ მოიგებს არჩევნებს, სანამ არ გაერთიანდება და „ქართული ოცნებას“ სწორედ ასეთი გაერთიანების შეუძლებლობა ახალისებს.
2012 წელს ივანიშვილმა არჩევნები მოიგო, სხვათა შორის, იმიტომაც, რომ ოპოზიციური ფრთა მთლიანად გააერთიანა. ოპოზიცია ვერ მოიგებს არჩევნებს, სანამ არ გაერთიანდება და „ქართული ოცნებას“ სწორედ ასეთი გაერთიანების შეუძლებლობა ახალისებს
თუმცა, თბილისში არჩევნების მოგება ეხლაც შეიძლება, თუ დღევანდელ მერს აპოლიტიკური, უპარტიო, ყველასათვის ცნობადი, პოლიტიკური პროცესებისგან გარიდებული, განათლებული, უმწიკვლო, წარმოშობით ტრადიციული თბილისელი დაუპირისპირეს. ასეთები კი მრავლად მეგულება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი