ალექსანდრე თამაზაშვილი: გილოცავთ დაბადების დღეს, ბატონო ბიძინა! დღეს თქვენი გამარჯვება საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს! ღმერთმა გაგაძლიეროთ!“

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს წერს:

„2012 წლის მარტში დედოფლისწყაროს საარჩევნო შტაბის გახსნისთვის ვემზადებოდით. ირაკლიმ დამირეკა და მითხრა: ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა, დაესწროს შტაბის გახსნასო.
სამმაგი მონდომებით დავიწყეთ მზადება. წინა დღეს დავურეკე ირაკლის და ვუთხარი: მზად ვართ შტაბის გასახსნელად-თქო და მოკრძალებით ვკითხე: ჩემთან, ოჯახში, სადილიც მზადდება და ხომ არ გვესტუმრება?
ირაკლიმ მითხრა, არ ვიცი, მე ვერ შევეკითხები, დაძაბული პერიოდია და შეიძლება არ იყოს “სუფრის” დრო-ო .
ჩამობრძანდა. მშვიდობით ჩაიარა შტაბის გახსნამ და ირაკლი მორიდებით ეკითხება ბატონ ბიძინას: ოჯახში სუფრა გამზადებულია და თუ შეძლებთ სტუმრობას, ძალიან გაგვიხარდებაო…
აბა რა უნდა ვქნათ, მივიდეთო, უპასუხა ირაკლის.
მივუჯექით სუფრას, ღვინო ჩამოვასხით. მე და ირაკლი თვალებით ვანიშნებთ ერთმანეთს „თამადობის“ დაწყებაზე, ორივეს ძალიან გვერიდება… მიხვდა ბატონი ბიძინა ჩვენს „გასაჭირს“ და თავად გვითამადა.
დაუვიწყარი დღე იყო ჩვენი ოჯახისთვის… მამაჩემი პატიმრობაში იყო, ჩვენთან დაახლოებული ადამიანები დევნაში და შევიწროებაში. ამ დროს ოჯახში სტუმრობა და იმედის მოცემა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ძალიან ბევრს ნიშნავდა.
მთელი ღამე ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა სტატუსი. ჩვენი ოჯახის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენად გულწრფელი გამოჩნდებოდა, ვინ რას იფიქრებდა და იტყოდა.
არ მაინტერესებს ჩასაფრებული და ცინიკოსი ადამიანების აზრი და ქილიკი. ყველა კარგად ვხედავთ და ვაკვირდებით, როგორ „გადაირია“ მსოფლიო, რა ხდება ჩვენი სამშობლოს გარშემო. რას აღარ ეცადნენ ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრები, რომ საქართველოც ჩაეთრიათ ამ ქაოსში.
ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება, არის .
გილოცავთ დაბადების დღეს, ბატონო ბიძინა!
დღეს თქვენი გამარჯვება საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!
ღმერთმა გაგაძლიეროთ!“

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთევან ბაკარაძე: თქვენ მზად ხართ, როგორც მთავრობის მეთაურმა აიღოთ პასუხისმგებლობა და შეიმუშაოთ ღონისძიებათა სისტემა, რითაც სახელმწიფო შეძლებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქართული გენოფონდის გადარჩენისთვის

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება