ალექსანდრე ვინიკოვი: ჰააგაში საქართველოსთან პარტნიორობის ფორმატები არ იქნება დღის წესრიგში

NATO-ს ლიდერები ჰააგაში შეიკრიბებიან NATO-ს შემდეგი სამიტისთვის, რომელიც ევროპისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გადამწყვეტ მომენტში იმართება. რა თქმა უნდა, ეს ხდება უკრაინაში მიმდინარე არეულობის, ასევე, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა და ტერორიზმის მუდმივი საფრთხის ფონზე. ყველა ეს თემა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება სამიტისთვის.

პირველი და მთავარი საკითხი იქნება თავდაცვის ხარჯები და მოკავშირეები შეთანხმდებიან თავდაცვის ახალ საინვესტიციო გეგმაზე, რომელიც გულისხმობს თავდაცვის ხარჯების გაზრდას მთელი ალიანსის მასშტაბით.

რაც შეეხება საქართველოს, ჰააგაში საქართველოსთან პარტნიორობის ფორმატები არ იქნება დღის წესრიგში. იქნება ფორუმები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი და ასევე ჩვენი ზოგიერთი სხვა პარტნიორი. ყურადღება გამახვილდება შიდა დისკუსიებზე, რომლებიც საჭიროა თავდაცვის სფეროში ახალი საინვესტიციო გეგმის შესათანხმებლად.

ამბობს NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი [TV პირველის თარგმანი].

ცნობისთვის, 18 ივნისს, ჟურნალისტის კითხვაზე, მიწვეულია თუ არა NATO-ს სამიტზე, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა – “ვერ გეტყვით”.

NATO-ს სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?