ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგი და კრემლთან დაახლოებული ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციას საკუთარ ტელეგრამ არხზე ორი პოსტით გამოეხმაურა.
“საქართველო – სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც ბოლო პერიოდში უკეთ ვართ და არა უარესად. და ამას არც მათ და არც ჩვენ არ გვაპატიებენ. დროა ვიღაცა უარეს დღეში ჩავარდეს. და ოპერატიულად, ძალიან, რათა ვიღაც უარეს დღეში ჩავარდეს. მტრები, რა თქმა უნდა.” – დაწერა დუგინმა.
ამას გარდა, დუგინის მტკიცებით, საქართველოში “გლობალისტებს” რევოლუციის მოწყობა სურთ. მისივე თქმით, რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში უკან იხევს და ვლადიმირ პუტინის გარემოცვას ამ ფაქტის წინააღმდეგ მოქმედებას სთხოვს