ალექსანდრე დარახველიძე – მას შემდეგ, რაც შსს-მ ორი თვის განმავლობაში მოახერხა რთული პროცესებისა და აქციების მართვა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია

მას შემდეგ, რაც -მ ორი თვის განმავლობაში მოახერხა – იმ რთული პროცესებისა და აქციების მართვა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მიზნად გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის “გაშავებას” ისახავს მიზნად, მიუღებელია.
“მე ერთ რამეს ვიტყვი და საზოგადოება ხედავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შსს-მ ორი თვის განმავლობაში მოახერხა იმ რთული პროცესებისა და აქციების მართვა, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, დაიწყო გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის [ზვიად ხარაზიშვილის] მიზანმიმართული დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია. ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს საქმეს ახორციელებენ, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, უსაფრთხოებას და ახორციელებენ არაერთ მნიშვნელოვან ოპერაციებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე, ისინი იცავენ საოკუპაციო ხაზთან, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ეს მიზანმიმართული კამპანია, რომელიც მიზნად გდდ-ის და მისი ხელმძღვანელის “გაშავებას” ისახავს მიზნად, მიუღებელია.
ჩვენ კონკრეტულ ჭორებთან დაკავშირებით განცხადებას ვერ გავაკეთებთ. თუ კონკრეტული ინფორმაცია იქნება, ბუნებრივია, რეაქციაც შესაბამისი მოჰყვება”, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ