ალექსანდრე დარახველიძე – გუშინ -მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს – თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, „გუშინდელ საპროტესტო აქციაზე -მ დემონსტრანტები გააფრთხილა და შეახსენა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ ახალი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს“.
მისი თქმით, როგორც წარიმართება შეკრება-მანიფესტაცია, იმის მიხედვით იმოქმედებს პოლიცია და თუ კანონის მოთხოვნები დაირღვევა, შსს-ც შესაბამისად მოიქცევა.
“თუ [სამანქანო და საფეხმავლო] სავალ ნაწილზე იმართება და იგეგმება აქცია, ამ შემთხვევაში უნდა იყოს გაფრთხილება. რაც შეეხება სავალი ნაწილის ჩაკეტვის უფლებას, გათვალისწინებულია კანონით იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე ვერ გამოხატავენ პროტესტს და არ არის საკმარისი სივრცე. თუ საკმარისი რაოდენობა არ არის, პოლიციას შესაბამისი ზომების მიღების უფლება აქვს.
[გუშინ] არც არავინ დაუკავებიათ. გაფრთხილების მიზანი იყო ის, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ ახალი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
როგორც შეკრება-მანიფესტაცია წარიმართება, იმის მიხედვით იმოქმედებს პოლიცია. თუ კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბაგრატიონი კულტურის მინისტრთან, თინათინ რუხაძესთან ერთად, საქართველოს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რუჯერო ლეონკავალოს ოპერის „ჯამბაზების“ პრემიერას დაესწრო

“როცა ასობით ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, როცა ხალხი წამლებს ვერ ყიდულობს და პროდუქტზე ფასები ყოველდღე იზრდება – ამ დროს ეკრანიდან ფუნტ სტერლინგების აფრიალება ცინიზმია” (ვიდეო)