ალექსანდერ სტუბი: ფინეთი ამოდის პრინციპიდან, რომ მოკავშირეებს შორის საკითხები წყდება დისკუსიითა და საერთო თამაშის წესებით და არა – ზეწოლის შექმნით

ფინეთი ამოდის პრინციპიდან, რომ მოკავშირეებს შორის საკითხები წყდება დისკუსიითა და საერთო თამაშის წესებით და არა – ზეწოლის შექმნით.

ფინეთისთვის მნიშვნელოვანია მოკავშირეებთან ერთად არქტიკის უსაფრთხოების გაძლიერება. ეს ასევე წარმოადგენს გრენლანდიაში დანიის ხელმძღვანელობითა და მოკავშირეებთან შეთანხმებული საქმიანობის მიზანს.

ევროპული ქვეყნები ერთიანები არიან. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ დანიასა და გრენლანდიას.

-სთან დიალოგი გრძელდება. ტარიფები ზიანს მიაყენებს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და შესაძლოა, დამაზიანებელი სპირალის გამომწვევი იყოს.

წერს ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდერ სტუბი X-ზე მას შემდეგ, რაც -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რვა ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო, ტარიფები დააანონსა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)