ალესანდრო ბონჯორნო კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდა

ალესანდრო ბონჯორნო კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდა
ავტორიტეტული და გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ნაპოლიმ” “ტორინიდან” 25 წლის მცველი ალესანდრო ბონჯორნო შეიძინა.
გარიგების საფასურმა 35 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც 5 მილიონი ევრო ბონუსებით დაემატება. ფეხბურთელი “პარტენოპეისთან” კონტრაქტს 2029 წლამდე გააფორმებს.
შრომით ხელშეკრულებაში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა მცველის გამოსყიდვა 2027 წლიდან 70 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
ბონჯორნო, რომელიც აქამდე კიდევ ერთი ქართველის საბა საზონოვის თანაგუნდელი გახლდათ, ხვალ ჩავა ნეაპოლში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში