ალეპოში სირიის სამთავრობო ძალებსა და „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ალეპოში სირიის სამთავრობო ძალებსა და „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.­
სირიის სამთავრობო ძალები და ქურთების მეთაურობით მოქმედი „სირიის დემოკრატიული ძალები“ (SDF) ქალაქ ალეპოში შეტაკებების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, მშვიდობიანი მოქალაქეები SDF-ის მიერ ალეპოს საცხოვრებელი უბნების საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ და დაშავდნენ.
როგორც Reuters-ი წერს, შეტაკებები სირიაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის ვიზიტიდან რამდენიმე საათში დაიწყო.
ფიდანის თქმით, SDF-ს არ აქვს იმის განზრახვა, რომ სირიის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციის ვალდებულება შეასრულოს.