ალენ მინკის თქმით, საფრანგეთის „ყველაზე ცუდი“ პრეზიდენტია – გამოცემა “პოლიტიკო”

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის „ყველაზე ცუდი“ პრეზიდენტია. ის არის ნარცისი, რომელიც რეალობას უარყოფს. სტატიას ამ შინაარსით გამოცემა Politico მაკრონის ძველ მენტორზე ალენ მინკზე დაყრდნობით ავრცელებს.
იყო დრო, როდესაც ალენ მინკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აქებდა და მას ნაპოლეონის გენერლებს ადარებდა. რვა წელი გავიდა და მინკი, მაკრონის ყოფილი მენტორი და გავლენიანი პოლიტიკური მრჩეველი, ახლა აცხადებს, რომ მაკრონი საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის „ყველაზე ცუდი“ პრეზიდენტია.
ის ამბობს, რომ პრეზიდენტის ნარცისიზმმა აიძულა მიეღო დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები, რომლებმაც „საფრთხის ქვეშ დააყენა საფრანგეთის ინსტიტუტები“ და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ულტრამემარჯვენეები გააძლიერა.
„მაკრონი ქვეყანას გაცილებით უარეს მდგომარეობაში ტოვებს, ვიდრე მაშინ, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა“, – თქვა მინკმა Politico-თან ინტერვიუში და დაამატა, რომ „მაკრონი უარყოფს რეალობას… ის საკუთარი ფსიქოლოგიის მსხვერპლია“.
გამოცემა მინკზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მაკრონი არ აღიარებს, რომ თავად არის „პრობლემა“, და რომ საფრანგეთში პოლიტიკური არეულობის დასაძლევად, მას შიდა პოლიტიკიდან გასვლა და საერთაშორისო საქმეებზე გადასვლა სჭირდება. აქვე, აღნიშნულია ისიც, რომ სინამდვილეში, მაკრონი, გასულ წელს საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, ისედაც უფრო მეტად საგარეო საქმეებზეა ორიენტირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში