საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები არიან, ჩვენ მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ალბანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტზე განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად თითოეულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„როგორც იცით, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები არიან. ჩვენ მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ასევე, სრულად ვართ დაინტერესებული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებით. მე თვითონაც მქონდა კონტაქტი ორივე მხარესთან. ძალიან მალე, აზერბაიჯანთან შეხვედრის შემდეგ, მომავალ თვეში ასევე სომხეთში წავალ ამ საკითხების განსახილველად. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია მთელ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“,-განაცხადა მან.
