ევროპის საბჭოს როლი არა მხოლოდ კავშირზე ყოფნა, არამედ ამ კავშირების გაუმჯობესებაა – სწორედ ეს იყო ამ [ირაკლი კობახიძესთან] შეხვედრის მიზანი,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს მიზანი ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგია.
„შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი. ჩვენი და ევროპის საბჭოს როლი არა მხოლოდ კავშირზე ყოფნა, არამედ ამ კავშირების გაუმჯობესებაა. სწორედ ეს იყო ამ შეხვედრის მიზანი. ჩვენი მიზანია ქართულ მხარესთან კონსტრუქციული დიალოგი. ვაგრძელებთ ერთად აქტიურ მუშაობას“,- განაცხადა ალენ ბერსემ, რომლის ქართულ თარგმანსაც ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
