ალენ ბერსე – ახლა დიალოგის მომენტია, სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ კობახიძესთან და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზეც არსებობს ასეთი შესაძლებლობა

ალენ ბერსე – ახლა დიალოგის მომენტია, სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ სთან და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზეც არსებობს ასეთი შესაძლებლობა
არსებობს მკაფიო განცხადება საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს კანონების გარკვეული ევოლუცია, რაც ჩვენში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ბერსემ არ გამორიცხა, რომ ანტალიაში შეხვედრის შემდეგ პრემიერთან დიალოგის შესაძლებლობა ჰქონდეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზეც.
„როგორც იცით, ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის სამხრეთ კავკასია მართლაც მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია სტაბილურობა, მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. ასევე შემიძლია, აღვნიშნო, რას ვაკეთებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების წასახალისებლად, მხარდასაჭერად. დეკემბერში ვიყავი საქართველოში. არსებობს მკაფიო განცხადება საქართველოში ევროპული მომავლის შესახებ, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს კანონების გარკვეული ევოლუცია, რაც ჩვენში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ეს ნიშნავს, რომ ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი და ვეცადოთ, ერთად ვიყოთ გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. ბოლო შეხვედრა ასევე ანტალიაში იყო. შევთანხმდით, რომ ერთად შევიმუშავებდით სტრუქტურირებულ დიალოგს ყველა ამ საკითხის მოსაგვარებლად და აქაც ახლა შეიძლება გვქონდეს შესაძლებლობა, პირდაპირ განვიხილოთ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან“, – განაცხადა ალენ ბერსემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ საბოლოოდ, მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ – მიწაზე ვიწექით, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე

მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა იქიდან უთხრეს არ გაისროლოო, დიდი გაურკვევლობა იყო, ჩანდა ჩვენი დაკავება მათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა