ალენ ბერსესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან და გამოვთქვით მზადყოფნა ჩვენი პარტნიორობის მეტად გაძლიერების მიმართულებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან.
“ერევანში ორგანიზებული ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შევხვდი ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს.
შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან და გამოვთქვით მზადყოფნა ჩვენი პარტნიორობის მეტად გაძლიერების მიმართულებით”, – აღნიშნავს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს