ალეკო ცქიტიშვილი – ჩემი სახლიდან ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი – ალბათ, გამოკითხვაზე დამიბარებენ, შემდეგ კი შესაძლოა, მოხდეს დაპატიმრებაც – მე ყველაფრისთვის მზად ვარ, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა.
პროკურატურის თანამშრომლებმა, როგორც ალეკო ცქიტიშვილმა განმარტა, სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი ამოიღეს.
„ჩატარდა 2 საგამოძიებო მოქმედება, ერთი პირადი ჩხრეკა, ქუჩაში გამჩხრიკეს, ძირითადად კარგად იქცეოდნენ. გამოძიება ეხება უკანონო საქმიანობას ე.წ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.
პროკურატურისა და ს რუსული რეჟიმის საქმიანობა არის უკანონო. დევნა მიმდინარეობს უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ.
პირადი ჩხრეკის შემდეგ მეორე განჩინება გამაცნეს და საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ამოიღეს სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი. გამოკითხვაზე, ალბათ, დამიბარებენ და შემდეგ შესაძლოა, მოხდეს დაპატიმრებაც. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება, არავის ეშინია“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
თავის მხრივ, ადვოკატის თქმით, „ჩხრეკა მშვიდ ვითარებაში წარიმართა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია