ალეკო ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის კომიკური ერთობა შედგა, ეს არის უპრინციპო ადამიანების კავშირი

ალეკო ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის კომიკური ერთობა შედგა, ეს უპრინციპო ადამიანების კავშირია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
როგორც ბითაძემ ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, მათი საერთო მიზანია, ზიანი მიაყენონ სახელმწიფოს.
„მინდა, პირველ რიგში, გამოვეხმაურო კომიკურ ერთობას, რომელიც ალეკო ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის შედგა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო მათი როგორც ერთობა, ასევე გამონათქვამი, რომ გვერდზე გადადეს ყველა პირადი გაუგებრობა და პოლიტიკურად გაერთიანდნენ. ჩემთვის გაუგებარია, პირად სივრცეში რას ვერ იყოფდნენ, რის სიყვარულს ვერ იყოფდნენ და რა ძალამ გააერთიანათ. ეს არის უპრინცოპო ადამიანების კავშირი, რომელთაც აერთიანებთ მხოლოდ ერთი რამ – როგორმე ზიანი მიაყენონ სახელმწიფოს. ისინი კიდევ ვინმეს თუ მიიერთებენ იმ ფლანგიდან, რომელიც ამ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა, პასუხი გაეცემათ მიმდინარე წლის ბოლოს. ყველაზე დიდი აბსურდი არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ახლა გვესაუბრება, თითქოს ახლები და უმწიკვლოები არიან. ეს არის დემაგოგია და შეურაცხყოფა საქართველოს მოსახლეობის, რომელსაც კარგად ახსოვს თითოეული პოლიტიკოსის წარსული. ასევე, აბსოლუტურად უტოპიურია მათი გამონათქვამები იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ევროპულს აკეთებენ ამ ქვეყანაში. ევროკავშირის დროშის ფრიალი არ არის საქმიანობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან და რაიმე ევროპულთან აკავშირებს. ბოლო პერიოდში ნათლად ვხედავთ ამ ადამიანების გაერთიანებას მხოლოდ ერთი საკითხის მიმართ, რასაც ჰქვია ზიზღის, სიძულვილის და პოლარიზაციის გამწვავება. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნებზე რა ფორმით მოგვევლინებიან. რამდენადაც არ უნდა დაიყონ და გაერთიანდნენ, იმ ადამიანების კავშირი იქნება, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ, ქვეყანა დიდ შარში გახვიონ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მაია ბითაძეს ს მეორე ვადით პრეზიდენტობის საკითხზეც დაუსვეს კითხვა, რაზეც ბითაძემ აღნიშნა:
„სალომე ზურაბიშვილი, ეს ქალბატონი დღეს შემთხვევით არის საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი არის მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა. მას თუ სურს, მეორე ვადით იყოს საქართველოს პრეზიდენტი, კარგად უნდა დაინახოს, რომ მისი მხარდამჭერები საფუძველს მოკლებული და ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავებული რადიკალები თუ იქნებიან, მას პრეზიდენტობის არანაირი გარანტია არ აქვს. მინდა, ჩემს სახელმწიფოს ვუსურვო, რომ დაცული ოყოს სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით პრეზიდენტად ყოლისგან“.
Previous: მახსოვს არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით რომ იყვნენ განმსჭვალულნი – გიორგი გამსახურდია გახარიას გუნდზე

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს