ალეკო ელისაშვილი – წყლის ჭავლისა და სპეცრაზმის გარეშე რესტორნიდან რომ ვერ გამოხვალ, რაღაცაზე ხომ უნდა დაფიქრდე? თავი მარტო საფხანად ხომ არ აქვთ?

რა ნამუსით მიდიხარ საცივის და ღორის ხორცის „სათქვლეფად“, შე ვირიშვილო? ღორო შენ, როდესაც აბსოლუტურად უდანაშაულოები, არასრულწლოვანები ციხეში გაუშვი და შენ ხარჩოს „სათქვლეფად“ მიდიხარ? – მაგარი კორპორაციული ჰქონდათ – აგინებდნენ, აფურთხებდნენ, კვერცხებს თავში აზელდნენ და ჯარის გარეშე ვერ გარბოდნენ. მათ აქვთ უფლება იყვნენ იდიოტებიც, ღორებიც და ჯალათებიც, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება მივიდეთ და კუდით ქვა ვასროლინოთ, როგორც გუშინ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, 12 იანვარს რესტორან „ბაბილოსთან“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მოსამართლეები კორპორაციულ წვეულებას, მოქალაქეების პროტესტისა და საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე მართავდნენ.
ს შეფასებით, აქციის მონაწილეებმა რესტორან „ბაბილოში“ შეკრებილ მოსამართლეებს „კუდით ქვა ასროლინეს.
„მონები! ნამუსი არ აქვთ? რა გული აქვთ? რა ხალხი არიან, ან სად გაიზარდნენ ეს მოსამართლეებად წოდებული ყველაზე სამარცხვინო ხალხი? ხომ ასროლინეს კუდით ქვა. წყლის ჭავლისა და სპეცრაზმის გარეშე რესტორნიდან რომ ვერ გამოხვალ, რაღაცაზე ხომ უნდა დაფიქრდე? თავი მარტო საფხანად ხომ არ აქვთ?“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე შეფასებით, პოლიციელთა ავტორიტეტი ქვეყანაში გაუარესებულია, რაც მათმა უსამართლო ქმედებებმა, ხალხზე ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ და აქციის მონაწილეთა ძარცვამ გამოიწვია.
მისივე შეფასებით, საპოლიციო ძალებში დიდი მძვინვარებაა, რადგან მათაც არ მოსწონთ, რომ „კრიმინალები და მამაძაღლები“ დაასვეს თავზე.
„პოლიციელების ავტორიტეტი ნულს ქვემოთა, “გააფარჩაკეს” და გააბანძეს პოლიცია. ტელეფონს, ბოტასებსა და საქორწილო ბეჭედს რომ მოჰპარავ პოლიციელი ნაცემ კაცს და ქალს, იქ ხომ დამთავრებულია პოლიციელის იმიჯი, მაგრამ პოლიციაშიც დიდი დრტვინვაა, თვითონაც არ მოსწონთ ეს კრიმინალები რომ დაასვეს თავზე – „ტიტუშკები“ და მამაძაღლები. გუშინ დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიციელი, ვინც იქ მიიყვანეს, გულში აგინებდა მოსამართლეებს, იმათმა ხარჩო თქვლიფონ და ესენი ამ სიცივეში, ალბათ, ჯანგიან „პერაშკნაჭამი“, ენაგადმოგდებული არბენინეს?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, ის, რაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში ხდება, არა საზოგადოების პროტესტი, არამედ საზოგადოების ბრძოლა და შეუპოვრობაა.
„სხვანაირი ხალხი ვართ ჩვენ. ისტორიის წიგნი გადაშალეთ, არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისა, რატომ გადავრჩით. უცხოელი მკვლევრები წერენ, რომ ღმერთის რომ არ გწამდეს და საქართველოს ისტორია წაიკითხო, ღმერთს იწამებო – რატომ? რადგან, როდესაც ვინმე ცდილობს დაგვჩაგროს, მაშინ გვერთვება განსაკუთრებული კოდი – წინააღმდეგობისა და ბრძოლის. არც რუსები და ბელარუსები ვართ, ვერ შეგვაშინებენ, გვირტყამენ და გვიჭერენ? – უფრო ვბრაზდებით.
იდიოტები არიან. ყველგან ასევე, ვისაც ხელში ინიციატივა აქვს, ის იგებს, იმარჯვებს და ბრძოლის პირობებს კარნახობს. თვე-ნახევარია ინიციატივა ხალხის ხელშია.
„ქართული ოცნებას“ ვინ უჭერს მხარს? და ნიკოლას მადურო, რომელმაც სა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა და ირანში ყოველთვე რომ ჩადიან და ვიღაცის კუბოს ურახუნებენ თავს. ცრემლებით რომ უვლიან სამძიმრის წრეებს.
რამდენიმე დღის წინა ბათუმში განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ – აქციის მონაწილეების დაკავებებით, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წასვლით, პოლიტიკოსთა რეპრესიებით, ხელისუფლება სუსტდება. რეჟიმები ასეთი მეთოდებით, მხოლოდ მაშინ ძლიერდება, როცა ერის „დაჩმორება“ შესაძლებელია. აბუ-დაბიშიც კი მიუვარდნენ. თუ გვეშინია და შეგვეშინდება, მაშინ ხელისუფლება გაძლიერდება. თუ კიდევ ვინმეს გონი შეგრჩენიათ, გაჩერდით! სანამ ვინმე დაიღუპება და შემოგაკვდებათ. ქუჩაში ვერ გამოდიან დაცვის და ჯარის გარეშე. „მაგნიტსკის სიაში“ რომ შეიყვანენ, მერე იარონ ხაშურის ღამის კლუბებში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ასევე გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედში“ მისთვის დასმულ დიაგნოზსა და ამავე კლინიკის დირექტორის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ რენტგენის ფოტოს, რომლის მიხედვითაც, ელისაშვილს ნეკნის მოტეხილობა არ ჰქონდა.
მისი თქმით, ის კლინიკასა და მის დირექტორს ხელისუფლების შეცვლის შემდგომ უჩივლებს და კლინიკისთვის გაცემულ ლიცენზიას შეუჩერებს. მისივე შეფასებით, ორივე ქმედება, არასწორი დიაგნოზის დასმა და მისი პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნება დანაშაულია.
„ჩივილით – ვიჩივლებ, შეიცვლება ხელისუფლება და მას და მის ფაშისტურ კლინიკას ლიცენზია შეუჩერდება, რადგან დღევანდელი სასამართლო ჩვეულებრივი შაპიტოა. ნეკნი მქონია მოტეხილი და დამალეს, იმ ექიმსაც, რომელმაც მითხრა, რომ დაჟეჟილობა გაქვსო, შეუჩერდება ლიცენზია. რაც შეეხება, რა სურათიც გამოაქვეყნეს, იმ რენტგენის სურათი ჩემია თუ არა, ღმერთმა უწყის. სხვა საავადმყოფოში მითხრეს, რომ 1 თვეა ნეკნი მოტეხილი გაქვსო, 3 ჯერ ვარ საავადმყოფოში ნამყოფი, ისიც ესენი რომ მირტყამენ მაგის შემდეგ. ამ ნადირაძეს იმდენი ჭკუა, ნამუსი და ეთიკა არ აქვს, რომ ამ ყველაფერს მერე ადგა და ჩემი სურათი გამოაქვეყნა. რას მიფრიალებ ამ რენტგენის ფოტოებს? ჯერ ერთი, ჩემია თუ ბებიაჩემის ბაბუის, რა ვიცი? ამ “ვივამედს” სისხლს გავუშრობ. პირადი ინფორმაციის დაცვის ინსპექტორი სად არის, რომ დაუღია პირი, ამაზე რეაგირება არ უნდა ჰქონდეს?
ციხიდან გამოსვლას რაც შეეხება, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს სხვა დაკავებულების მიმართ, მაგრამ ჩემზე არ იყო დამოკიდებული, თავიანთი ნებით გამომაგდეს. 23 იანვარს მაქვს სასამართლო პროცესი და ვინც ჩემი გარეთ გამოსვლით დამწუხრდა, შეიძლება შემდეგ გაბედნიერდნენ. არ მეშინია!“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.