ალეკო ელისაშვილი – ცოტა ხანში წკეპლას მოიმარჯვებს ტრამპი და „ქართულ ოცნებას“ მოსცხებს კოჭებში, ამის მოლოდინი მაქვს – მოიცლიან ჩვენთვის და ამათ კარგად „მოცოცხავენ“

ცეცხლს ეთამაშება „ქართული ოცნება“ და განსაკუთრებით ყაველაშვილი, – ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ს წერილი, რომელშიც ის -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავს.
ს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ მსგავსი შინაარსის წერილების დაწერა ძალიან სახიფათოა.
„ყაველაშვილის დაწერილი რომ არ არის, ორი აზრი არ არსებობს, ორ წინადადებას ვერ აბამს ერთმანეთზე. ასეთი წერილების გავრცელება არის ძალიან საშიში იმიტომ, რომ როგორც ვხედავთ, არის ძალიან ფეთქებადი ხასიათის და თან ძალიან სერიოზული თვითმფრინავები, ბომბდამშენები ჰყავთ ამერიკელებს. ტრამპს რომ ეძახი „დიფ სთეითი“ გმართავსო, მანდ სადმე ცუდად არ გაბრაზდეს და რამე არ დაგვმართოს, ამიტომ ცეცხლს ნუ ეთამაშებიან ყაველაშვილისნაირი ცალტვინები, ეს იქნებოდა კარგი. არ ასვენებთ გამჩენი. დაწერდა ან ზაზა შათირიშვილი. ყაველაშვილმა წერა არ იცის. ყაველაშვილი რომ არ დაწერდა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ტიპი არის აბსოლუტური უცოდინარი, წერა-კითხვა არ იცის. თუ გინდათ, გამოვიყვანოთ და რამე ვუკარნახოთ. ცოტა ხანში წკეპლას რომ მოიმარჯვებს ტრამპი და მოსცხებს კოჭებში, ამის მოლოდინი მაქვს. მოიცლიან ჩვენთვის და კარგად „მოცოცხავენ“. ამდენი ხანი რომ დასცინი, აბუჩად იგდებ და ამხელა კაცს ეუბნები „დიფ სთეითი“ გმართავსო, რომელსაც იმხელა პრეტენზია აქვს, 5 ომი გავაჩერეო, „ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად“ და ამ კაცს რომ ეძახი შენ არაფერს წარმოადგენ და „დიფ სთეითი“ გმართავსო, ის მალე გაბრაზდება და ძალიან ცუდად გათლის მათთვის წკეპლას. რომ მოხვდებათ კოჭებში, მერე ნახავენ, როგორ უნდა ეტლიკინონ, თუნდაც აშშ-ს ან სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. ყაველაშვილის თქმით, პირადად მზად არის, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
„აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე, თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან – წარმატებით შეუწყვეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა, ამ ფონზე, თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს“,- წერს ღია წერილში ყაველაშვილი.