ალეკო ელისაშვილი: ჩემი ყოყმანი დამთავრდა, მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მომხრეა.
TV პირველის ეთერში მან თქვა, რომ ამ თემაზე “ყოყმანი დაასრულა მას შემდეგ, რაც ბადრი ჯაფარიძე და დაიჭირეს”.
ის ამბობს, რომ ყოველთვის იდგება პოლიტიკური პარტნიორების გვერდით და აღნიშნავს, რომ “შევა ბრძოლაში, აბსოლუტურად წაგებულიც რომ იყოს, რადგან ეს ხალხი [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე] ამ პოზიციაზე იდგა.
“ჩემი ყოყმანი დამთავრდა, მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე მას შემდეგ, რაც ეს ხალხი [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე] დაიჭირეს, იმიტომ რომ ამ ადამიანების პოზიცია იყო ეს, მე მათ გვერდზე ვდგავარ და ამ ხალხს განსაცდელში არ მივატოვებ.
ეს ხალხი იძახდა, რომ მოდი, ვიმსჯელოთ, ეს მოდი ვიმსჯელოთ, რატომღაც ჯოჯოხეთია ჩვენ ერში, რომ არა, ვიღაცამ უნდა გითხრას, ან ასე – ან ისე. კი ბატონო, შენ არ მოგწონს, მეც შინაგანად ხან ვეთანხმებოდი, ხან არა, ხან მეგონა სწორი იყო და ხან არ მეგონა.
პოლიტსაბჭოზეც ყველა მხარეს ვუსმენდი. ახლა კი ვარ ამ პოზიციაზე, ის ხალხი, ვინც არიან ციხეში, არიან ჩემი პოლიტიკური პარტნიორები, მჯერა, არ მჯერა, – მჯერა, მორჩა, გათავდა, მე შევალ ამ ბრძოლაში, აბსოლუტურად წაგებულიც, რომ იყოს, მაინც შევალ, რადგან ეს ხალხი ამ პოზიციაზე იდგა და მე ვარ მათ გვერდით”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.