პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, შესაძლოა, “ლელოს”, “ანა დოლიძე – ხალხისთვის” და მოძრაობა “თავისუფლების მოადანის” ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდეს.
ალეკო ელისაშვილთან ერთად ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარწერით, “ძლიერი საქართველოსთვის”.
პარტია “ლელოში” ოფიციალურად ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ ოპოზიციურ ერთობაში ალეკო ელისაშვილის გაერთიანებას, თუმცა აცხადებენ, რომ აქამდე იყო რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებები.
ელისაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების ერთობლივად დამარცხების” შესახებ მოლაპარაკებები “აქტიურ ფაზაშია”.
17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პარტია “ლელო”, “ანა დოლიძე – ხალხისთვის” და მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
მაშინ, “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ღონისძიების დროს აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი და უახლოეს მომავალში გაერთიანებას “ბევრი საინტერესო ადამიანი თუ პოლიტიკური ჯგუფი” შეუერთდება.