ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ – თუ მართლები არიან ეს ჯიგრები, რატომ გაურბიან საერთაშორისო გამოძიებას?! – მიქარული აქვთ და იმიტომაც გაურბიან

„ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, პარტნიორებთან საუბრისას ოპოზიციის მხრიდან მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
„ჩვენ ვეტყვით ყველაფერ იმას, რაც მოხდა სინამდვილეში ჩვენ ქვეყანაში. დავუდებთ მტკიცებულებებს, რომელიც საკმარისზე მეტია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ დაინიშნოს საერთაშორისო გამოძიება. თუ მართლები არიან ეს ჯიგრები, რატომ გაურბიან ამ გამოძიებას?! მიქარული აქვთ და იმიტომაც გაურბიან. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, უცხოელებმა, პატიოსანმა სანდო ხალხმა გამოიძიოს, რა მოხდა არჩევნებზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია ოპოზიციას ხვდება. მანამდე ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. “ქართულმა ოცნებამ” კი დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე ფიცი 6 წლის წინ დავდე, კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო – არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი – ვარ და ვიქნები

პრეზიდენტი – ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს – მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი“ ხართ, მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?