ალეკო ელისაშვილი – „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა ქართული ჯარისთვის დღეს რუსული ზეთი იყიდოს, ხვალ რუსულ იარაღს იყიდიან, მერე რუსულ ფორმას ჩააცმევენ, შემდეგ კი რუს ოფიცრებს მოიყვანენ – ეს გამაოგნებელია

„ქართული ოცნების“ პოლიტიკაა დღეს ქართული ჯარისთვის რუსული ზეთი იყიდოს, ხვალ რუსულ იარაღს იყიდიან, მერე რუსულ ფორმას ჩააცმევენ და შემდეგ რუს ოფიცრებს მოიყვანენ და ჩვენ თავდაცვის ძალებს დაუქვემდებარებენ! – ეს განცხადება საარჩევნო გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.
ელისაშვილი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ივნისში მთავრობამ ქართული ჯარისთვის რუსული ზეთი ტენდერის გარეშე შეიძინა.
ელისაშვილის შეფასებით, აღნიშნული გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელია თითოეული ქართველისთვის და თავად საქართველოს შეიარაღებეული ძალებისთვის.
“დღეს გავიგეთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რუსულ ზეთს ყიდულობს და ქართველი მეომრების გამოსაკვებად რუსულ ზეთს იყენებს.
30 წელია ჩვენი არმია რუსულ არმიას – ს შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდება. როგორ შეიძლება ქართულ ჯარს ასეთი რამ აკადრო?! ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებენ – გვაგუებენ იმას, რომ რუსეთში მიგვათრევენ, მათ შორის აი, ამ ფორმით, რითაც ქართულ ჯარს შეურაცხყოფას აყენებენ. გვეუბნებიან, რომ ჩვენი თავდაცვის ძალებიც უნდა შეეგუოს რუსეთში შესვლას და რუსეთს დაქვემდებარებას.
ეს ამაზრზენი რეალობას, რასაც “ქართული ოცნება“ გვახვევს თავს, უნდა შევცვალოთ – ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი არმიის ღირსების დასაბრუნებლად და ქვეყნის ღირსების დასაბრუნებლად! უნდა შევცვალოთ ეს შეუარცხმყოფელი რეალობა!“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.