– პრეზიდენტი თუ აღადგენს შეწყალების კომისიას, კარგი იქნება, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ თავმჯდომარედ იმ ქალბატონს დანიშნავს – ეს იქნება კატასტროფა, პირდაპირ კორუფციის დახლს დადგამენ

გასაგებია, რომ სააკაშვილს ძალიან უნდა ციხიდან გამოსვლა, მაგრამ ვერ გამოვა, ვერ შეიწყალებს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ს განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს კიდევ ორი ბრალი აქვს წაყენებული, რომელზედაც განაჩენი არ დამდგარა და თუ ზურაბიშვილი შეიწყალებს, უკან შეატრიალებენ.
„ვინ აიმედებს სააკაშვილს ასეთ აბსურდში? ამდენი თანამდებობაზე ნამყოფი ხალხია მის პარტიაში. მთავარი პროკურორები, იუსტიციის მინისტრები და ვინ არ ჰყავთ. ვინ ეუბნება, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია მისი შეწყალება? ძალიანაც რომ უნდოდეს სალომე ზურაბიშვილს ვერ შეიწყალებს. ელემენტარულია ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ახლა რომ შეიწყალოს სააკაშვილი იმ განაჩენზე, რის გამოც ახლა სასჯელს იხდის, კარი როგორც კი გაიღება და საკნიდან გამოვა, იქვე დახვდებიან პოლიციელები და უკან შეაბრუნებენ. დამდგარი განაჩენის შეწყალება შეიძლება. ეს ხომ ინდულგენცია არაა როგორც კათოლიკურ სამყაროში იყო შუა საუკუნეებში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში ასევე ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე რომლის თანახმადაც, პატიმართა შეწყალების კომისიის ამოქმედებას და მის ხელმძღვანელად ს დანიშნავს გეგმავს.
ელისაშვილის თქმით, ს კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნა კატასტროფა იქნება.
„სალომე ზურაბიშვილი თუ აღადგენს შეწყალების კომისიას, ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ მე არ მინდა დავიჯერო, რომ თავმჯდომარედ იმ ქალბატონს დანიშნავს. ეს იქნება კატასტროფა, პირდაპირ კორუფციის დახლს დადგამენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა შეწყალების კომისია გააუქმა.
„ეს იყო მიუტევებელი შეცდომა. მერე შარში გაეხვია და ძალიან ძვირადაც დაუჯდა. მკვლელები და 30 წელი ძებნილები შეიწყალა და სკანდალი იყო. თქვა კიდევაც შოთაძემ, რომ როგორც კი ამოწურავს თავის ვადას სალომე ზურაბიშვილი, მაგ საქმეს მივხედავთო. სისხლის სამართლის საქმეს აღუძრავენ ამაში დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად. რა იყო და როგორ იყო არ ვიცი, მაგრამ ძალიან მძიმე ფაქტი იყო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: პიროვნულ დონეზე, ნინოს (რახან დავმეგობრდით და სახელებით მივმართავთ ერთმანეთს) მინდა ვუთხრა, რომ გავიგე მისი ძახილი. ამოვიკითხე რის თქმასაც ცდილობს და ადამიანურად ვუთანაგრძნობ იმ ვითარების გამო, რაშიც გაყო თავი

გია ხუხაშვილი – „ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნა ვირეშმაკული ტაქტიკაა, ამას სასამართლო, ალბათ, არ დააკმაყოფილებს, ხაბეიშვილმა კი პროვოკატორის როლი შეასრულა და ხელი შეუწყო სარჩელს – ამაზე გაბრაზდებიან, თუმცა ცივი წყალი დალიონ