პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა ვივამედი სამართალდამრღვევად ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილი ავრცელებს
უწყებამ გადაწყვეტილება სწორედ ელისაშვილის საჩივრის საფუძველზე მიიღო. პოლიტიკოსმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მას შემდეგ მიმართა, რაც ვივამედის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მისი რენტგენის სურათს საჯაროდ, პირად ფეისბუქგვერდზე გავრცელა.
ვივამედს სახდელის სახით შეეფარდა მხოლოდ გაფრთხილება. მუხლისთვის, რომლის დამრღვევადაც კლინიკას დაუდასტურდა (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის 68-ე მუხლის 1-ელი ნაწილის ბ ქვეპუნქტი – განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე). გარდა ამისა, ნინო ნადირაძეს დაევალა ელისაშვილის რენტგენის სურათის წაშლა საკუთარი ფეისბუქ-გვერდიდან [თუმცა, ამ დროისთვის – 11:45 საათი – ინფორმაიცა კვლავ საჯაროდ ხელმისაწვდომია].
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა “ვივამედი”, ნინო ნადირაძის მიერ ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის, სამართალდამრღვევად ცნო. არადა, ხომ გახსოვთ ეს ნინო ნადირაძე როგორ ირწმუნებოდა, არანაირ ეთიკის წესებს მე არ ვარღვევო და თან ჩემი რენტგენის ფოტო (პაციენტის პირადი ინფორმაცია) ფეისბუქზე გამოდო.
ასეთი უცნაური კლინიკაა, არც დიაგნოზს გისვამენ სწორად და თქვენს პერსონალურ მონაცემებსაც სად გამოდებენ, კაცმა არ იცის. მოკლედ, არ გაეკაროთ და არ ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა ამ სამართალდამრღვევებს”, – წერს ელისაშვილი და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის აქვეყნებს.