ალეკო ელისაშვილი – ნაკლებად წარმომიდგენია გიგა ბოკერიასთან თანამშრომლობა, თუმცა წარმატებას ვუსურვებ – აბსოლუტურ მორატორიუმს ვაცხადებ, ძვირი არ დამცდება, რაც არ უნდა მლანძღონ

ნაკლებად წარმომიდგენია სთან წინასაარჩევნოდ თანამშრომლობა, თუმცა წარმატებას ვუსურვებ, – ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კითხვას, განიხილავს თუ არა „ევროპული საქართველოს“ ყოფილ წევრებთან წინასაარჩევნოდ რაიმე სახის თანამშრომლობას.
ელისაშვილმა „ევროპული საქართველოდან“ გასულ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ახალ პარტიას დააფუძნებენ, წარმატებები უსურვა, თუმცა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ სხვა პარტიების კრიტიკაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული.
„პირადად, არჩევნებამდე სრული მორატორიუმი მაქვს გამოცხადებული დანარჩენი ოპოზიციური ძალებისა და პარტიების რაიმე სახის კრიტიკაზე. ვიღაც მომწონს, ვიღაც არა, ზოგი შეიძლება ძალიან მომწონდეს და ზოგი არა, მაგრამ აბსოლუტურ მორატორიუმს ვაცხადებ. ძვირი არ დამცდება, რაც არ უნდა მლანძღონ ან თუნდაც თავს დაგვესხან მე ან თუნდაც ჩვენს კოალიციას. პირადად, არ ვაპირებ, რომ ხურდა დავუბრუნო. ასე, რომ წარმატებას ვუსურვებ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ“,-განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოდან“ წასული პოლიტიკოსები ახალ პარტიას აფუძნებენ. პარტიის სახელწოდება იქნება „ფედერალისტები“. პარტიის პრეზენტაცია, დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.
როგორც ახალი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, პარტიის ყრილობა სექტემბერში ჩატარდება და სწორედ ამ პერიოდში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, რა ფორმით მიიღებს ახალი პარტია არჩევნებში მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ