ალეკო ელისაშვილი: მონდომებული ვარ, რომ ასეთი ერთობა შედგეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე

მე წინასწარ არ ვამბობ, რომ არ მოვალ. პირიქით, ძალიან სწორია, საინტერესოა, მაგრამ მზად ვარ, რომ უფრო მეტი არგუმენტი ვუთხრა სალომე ზურაბიშვილს ამ ერთობის პერსპექტივაზე, ერთობის წებო რა შეიძლება იყოს, ჩვენ როგორ ვხედავთ, ოღონდ დახურულ კარს მიღმა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ ს ინიციატივას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შესახებ.

ს თქმით, მონდომებულია, რომ ასეთი ერთობა შედგეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

„მე ძალიან მკაფიო წითელი ხაზები მაქვს, მაგრამ არ მინდა, წინასწარ ულტიმატუმებით ვილაპარაკო. ჩემთვის სამუშაო პროცესი უფრო საინტერესოა. ვეცდები იმაში დავარწმუნო, რაც მე მიმაჩნია სწორად.

მონდომებული ვარ, რომ ასეთი ერთობა შედგეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. მე და ჩვენი პარტია ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს გამოვიდეს, თუმცა მოლოდინი მაქვს მინიმალური. მთავარი პრობლემა არის ამბიციები ქართველი პოლიტიკოსების. მეც მაქვს ამბიცია, ამპარტავნება, მაგრამ თვალი უნდა გავუსწოროთ ჩვენ ქვეყანას და მის მომავალს. ძალიან ბევრი რამისთვის ვარ მზად, დაველოდოთ პროცესს და ვიტყვი კიდეც, რისთვის ვარ მზად, რა შეიძლება გავაკეთო ერთობისთვის, მაგრამ არა ყველასთან. მექრთამეებთან, პრორუსებთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მე საქმე არ მაქვს. მივქარე და ვიჯექი იმ ფანჩატურში. ვედროთი ტალახს ვისხამდი თავზე მე თვითონ, მონდომებული. დასკვნა გამოვიტანე, რომ იგივე წუმპეში შესვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის მოსაზრებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ერთობაში ყოფნა არანაირად არ ნიშნავს რაიმე ცვლილების შანსს.

„ყველაფერს ცდილობენ ამ თორმეტი წლის მანძილზე და არაფერი არ გამოდის. ეს გრავიტაცია არის ისეთი, რომ მასთან ერთად რომ დგები, შთაინთქმები, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი არ ემატება. არაფერი აქედან არ გამოდის. თუ ცვლილება გვინდა, უფრო პრაგმატულად უნდა შევხედოთ. 12 წელია ოპოზიცია შუბლით ვეჯახებით ერთი და იმავე კედელს, ან უნდა შემოვუაროთ, ან კარი გავჭრათ ან გადავიდეთ ზემოდან“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.

„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი – გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.