მიხეილ სააკაშვილს შერიგებას სთავაზობს და ხელს უწვდის

ალეკო ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილს შერიგებას სთავაზობს და ხელს უწვდის
მიხეილ სააკაშვილს ხელს უწვდის და შერიგებას სთავაზობს. ამის შესახებ მან 26 ივნისს, ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
“მინდა ხელი გავუწოდო სააკაშვილს. ფაქტია, მასზე არასდროს არ მითქვამს კარგი, მაგრამ სააკაშვილი არის დიდი და ისტორიული ტიპი საქართველოში.
სააკაშვილი იყო ის ტიპი. რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა ეს ქვეყანა და კორუფციისგან გაწმინდა – ეს არის ფაქტი.
გაატარა ისეთი ეფექტური რეფორმები, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა, ფაქტია ეს, რომ პოლიცია დაემსგავსა პოლიციას, საბაჟო დაემსგავსა საბაჟოს, დიდი რეფორმები გაატარა, დიდი ისტორიული ნაბიჯები გადავდგით და წუმპედან ამოვედით.
ომი არ დაუწყია სააკაშვილს, მე ვაკრიტიკებდი მას უთავბოლობის გამო, ახლაც გავაკრიტიკებ მას უთავბოლობის გამო, არაეფექტური მმართველობის გამო, არაეფექტური სარდლობის გამო და იმ კრიზის მენეჯმენტის გამო, რაც იყო (2008 წლის აგვისტოში)
სააკაშვილი იცავდა თავს როგორც შეეძლო, თუმცა, საქართველოსთვის არ უღალატია ამათგან {ქართული ოცნებისგან} განსხვავებით, მტერს არ შეკვრია და ბოლო, რაც კარგი მაქვს მასთან დაკავშირებით სათქმელი არის ის, რომ მან დათმო ძალაუფლება, როცა წააგო – იმამაძაღლა, საზიზღრობები აკეთეს 2012 წლის არჩევნებში, ყველაფერი იკადრეს, წააგეს, მაგრამ სააკაშვილი თავის ემოციებზე მაღლა დადგა და მან დათმო ძალაუფლება.”- განაცხადა ელისაშვილმა.
მანვე ისაუბრა სააკაშვილის უარყოფით მხარეებზე და აღნიშნა, რომ მისი მმართველობის დროს პატიმრებს აწამებდნენ და ჯოჯოხეთი გაატარეს.
ელისაშვილი ამბობს, სააკაშვილს დასანახად ვერ იტანს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ის სინანულს გამოთვამს მისი მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე, მზად არის რომ შეურიგდეს და ხელი გაუწოდოს.
ელისაშვილი ასევე მზად არის, რომ ერთიანობის მისაღწევად შეურიგდეს და ხელი გაუწოდოს საც, რომელთანაც ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც კი თვალს დახუჭავ უსამართლობაზე, მაშინვე ბოლომდე გადაუვლიან შენს ეროვნულ ინტერესებს, აქ კომპრომისი არ იქნება – 2008 წლის ომამდე მიგვიყვანა ამ მოღალატეობრივმა ძალამ და როცა ვიღაც გადაფარებულია ამ პოლიტიკურ ძალაზე, როგორ შეიძლება, ასეთი ტიპის მფარველობას ანგარიში გავუწიოთ

თუ ვინმე შეეცდება, გვერდი აუაროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება შეგვიძლია მოგვიანებით გავავრცელოთ ე.წ მემკვიდრე პარტიებზე, აქედან გამომდინარე, პრაქტიკული თვალსაზრისით არ გახდა საჭირო სარჩელში სახელების და გვარების ჩამოთვლა