ს პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს (აუდიო ჩანაწერი)

დაპატიმრებული პოლიტიკოსი,  ს პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს – “მოქალაქეების” ლიდერი ამბობს, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში სწორედ სუს-ის შეფის დავალებით მოათავსეს.

ციხეში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე პოლიტიკოსმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრა და დააანონსა, რომ სუს-ის ხელმძღვანელს დაბადების დღეზე იმ ინვენტარს გაუგზავნის, რომელიც ციხეში შესთავაზეს.

დავალება მიიღო ციხის ადმინისტრაციამ, რომ კიდევ უფრო მკაცრ პირობებში ვყოფილიყავი. გეტყვით ახლა რა არის მკაცრი პირობები – ეს არის პატიმრის ბარათი და ამ პატიმრის ბარათს რომ იღებ, გაქვს ჩამოწერილი ნივთებიდან ნებისმიერი იყიდო. მეც მაქვს უფლება, რაც მინდა ის ვიყიდო. 1 თვეა ფრჩხილი ვერ მოვიჭერი, საკვნეტელა ვერ ვიყიდე ციხის მაღაზიაში. 1 თვე პლასმასის ტაშტის ყიდვის უფლება არ მომცეს. შესაბამისად დაინტერესდით, რატომ არ მქონდა ერთი თვე. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ციხის ადმინისტრაციამ გამაფრთხილა, რომ თავზეხელაღებულ პატიმრებთან ჩამსვავდნენ და ა.შ.  ამის გარდა კიდევ უფრო მეტი არაფორმალური შეზღუდვები დამიწესეს, რათა უფრო მძიმე პირობებში ვიყოფილიყავი, ეტყობა ეგონათ, რომ დეპრესია დამეწყებოდა – ტირილს დავიწყებდი, ვიტყოდი, რომ დედა მენატრებოდა. ნურას უკაცრავად, ძალიან კარგად ვგრძნობს თავს. ძალიან მეცინება იმ ტაშტზე, დაბადების დღეს გავარკვევ როდის აქვს და ეს ტაშტი უნდა გავუგზავნო ნახმარი. კიდევ უფრო მკაცრ პირობებში ვარ, ამის თქმა მინდა, მაგრამ თქვენ ეს არ გადარდებთ”, – განაცხადა ელისაშვილმა სასამართლოზე. 

ამ სიტყვების შემდეგ მოსამართლე მზია გარშაულაშვილმა ელისაშვილს მოუწოდა კორექტული ყოფილიყო და საბრალდებო სკამი პოლიტიკური განცხადებებისთვის არ გამოეყენებინა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოსამართლეს უხსნიდა, რომ არაკორექტული არაფერი უთქვამს.

პოლიტიკოსმა სხდომაზე განაცხადა, რომ ორი განცხადება აქვს გასაკეთებელი: პირველ რიგში მადლობას უხდის აქციების და მარშების მონაწილეებს, ოპოზიციას კი სთხოვს, აღდგომამდე დადონ ზავი და ერთმანეთი არ ლანძღონ.

მოსამართლემ, რომელიც ელისაშვილს მუდმივად აწყვეტინებდა სიტყვას, მოუწოდა “სახე შეინარჩუნოს” და ამის შემდეგ  დარბაზიდან გააძევა. 

სანამ ბადრაგები პოლიტიკოსს დარბაზიდან გაიყვანდნენ, პოლიტიკოსმა მოსამართლეს უთხრა, რომ ყველასთვის ცხადია, რომ ისევ პატიმრობაში დატოვებს.

  • დარბაზიდან გაძევების შემდეგ დარბაზი დატოვა დამსწრეთა ნახევარმა – მათ შორის ელისაშვილის ოჯახის წევრებმაც.

მზია გარშაულაშვილმა ელისაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა. 

  • ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.