ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, ანა დოლიძის და „თავისუფლების მოედნის“ ერთობას შეუერთდა

პარტია „მოქალაქეები“ „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თაივსუფლების მოედნის“ ერთობას შეუერთდა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ „ლელოს“ პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ჩამოთვლილი საარჩევნო სუბიექტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანდებიან.
„ძლიერი საქართველოსთვის“ — ამ სათაურით გამოაქვეყნა „ლელოს“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო პირად „ფეისბუკ“ გვერდზე.
პარტიების ლიდერებს გაერთიანებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარები ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.