კლინიკაში გადაიყვანეს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოკვლევებისთვის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
როგორც „ნეტგაზეთს“ „მოქალაქეებში“ განუცხადეს, ელისაშვილს აღენიშნება ძლიერი ტკივილი ფერდის არეში, სადაც მან ნეკნის მოტეხილობა ჯერ კიდევ აპრილში, დაკავებისას მიიღო. ელისაშვილი „ვივამედში“ რენტგენის გადასაღებად გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელისაშვილი სისხლის სამართლის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაა დაკავებული, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც აცხადებს, 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.
თუმცა ელისაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ბაბაევმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პროვოკაცია მოუწყო. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც 4 დეკემბერს დააკავეს, ნაცემია.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ