ალეკო ელისაშვილი – კანცელარიასთან 10-15-20 პოლიციელი დამესხა თავს, ამის შემდეგ დაიწყო ფეხათრეული, წელათრეული გამოძიება – ეს კარგი ნაჭამ-ნასვამი პოლიციელი ზაქრო ჩოხელია, რომელიც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს

მეხუთე-5 თვეა, რაც ამ საცოდაობა სტრუქტურაში [სპეციალური საგამოძიებო სამსახური] მიმდინარეობს საქმე, ჩემს წინააღმდეგ. 17 აპრილს, სახელმწიფო კანცელარიასთან დაახლოებით 10-15-20 პოლიციელი დამესხა თავს და ადგილი ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა. ამის შემდეგ დაიწყო ფეხათრეული, წელათრეული გამოძიება – ეს კარგი ნაჭამ-ნასვამი პოლიციელი ზაქრო ჩოხელი გახლავთ, რომელიც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან განაცხადა.
მისი შეფასებით, ყველა ის პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ კანცელარიასთან მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, ასევე ის პირები, რომლებიც ახლა ამ პოლიციელებს ხელს აფარებენ, კანონის წინაშე აგებენ პასუხს.
„ასათიანის ქუჩაზე, არის ერთი საცოდავი ბეჩავი დაწესებულება სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მე-5 თვეა, რაც აი ამ საცოდაობა სტრუქტურაში მიმდინარეობს საქმე ჩემს წინააღმდეგ. 17 აპრილს, სახელმწიფო კანცელარიასთან დაახლოებით 10-15-20 პოლიციელი დამესხა თავს და ადგილი ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა. ამის შემდეგ დაიწყო ფეხათრეული, წელათრეული გამოძიება. ერთის მხრივ სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მეორეს მხრივ აცხადებს, რომ ვერ დაადგინეს თუ ვინ იყვნენ ის პოლიციელები, არადა ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ექსკლუზიური კადრები აჩვენა, სადაც ჩანან პოლიციელები. თავს იდებილებს ეს სამსახური, მოქმედი პოლიციელები, ვითომ ვერ დაადგინეს ვინ იყვნენ.
მე დავადგინე ერთ-ერთი მათგანი, ეს კაი ნაჭამ-ნასვამი პოლიციელი ზაქრო ჩოხელი გახლავთ, ხაშურის პოლიციის სამმართველოს ყოფილი მოადგილე, ამჟამად კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანია, სწორედ ეს არის, რომელიც კადრებშიც ჩანს, როგორ მირტყამს, გამორბის გავეშებული და წაქცეულს რამდენჯერმე მირტყამს. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული, სინამდვილეში, ამ მასალას კი მივაწვდით ამ საცოდაობა უწყებას, მაგრამ ზაქრო ჩოხელს ამ ჯიგარს მინდა ვუთხრა, ჩემო ზაქრო შენ ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინე, რომელიც ციხეში დიდი პერიოდის განმავლობაში ჯდომით ისჯება, ახლა კი ხელს პოლიცია გაფარებს. ხელისუფლება როგორც კი შეიცვლება, აუცილებლად მოგიწვეს კანონის წინაშე მკაცრად პასუხის გება. ვინც ხელს გაფარებს, ვინც მონაწილეობდნენ, აუცილებლად სათითაოდ აგებთ პასუხს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ს ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის თქმით, ისინი საგამოძიებო სამსახურისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან, რომ ყველა პირი, რომლებმაც ალეკო ელისაშვილზე იძალადა, პასუხისგებაში იქნებიან მიცემულები.
„ჩვენ ვნახეთ კადრებში დანაშაულის ჩამდენი პირების სახეები. შსს-მ საგამოძიებო სამსახურს არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდა. ჩვენ, ჩვენი რესურსებით დავადგინეთ თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და საგამოძიებო სამსახურსაც წერილობითაც მივაწვდით ინფორმაციას. იმედი გვაქვს, რომ საგამოძიებო სამსახური უკან არ დაიხევს, ქმედით ნაბიჯებს გაატარეს და პასუხისგებაში მისცემ იმ პირებს, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს“, – განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ