ალეკო ელისაშვილი ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე – ერთი კაცის დასაჭერად გამოიყვანეს ასობით და ათასობით პოლიციელი – ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს

ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს. ერთი კაცის დასაჭერად გამოიყვანეს ასობით და ათასობით პოლიციელი, – ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეები ზურაბ ჯაფარიძის მხარდასაჭერად არიან შეკრებილები.
„დიდი ალბათობით, რადგან ამოდენა მობილიზაცია აქვთ და ათასობით პოლიციელი ჰყავთ გამოყვანილი, როგორც ჩანს, დაჭერას უპირებენ. მაგრამ ერთი ვერ გათვალეს აშკარად, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მაგრად მოცურდა ხელისუფლება. ჯერ ჩვენი კოალიციის ხალხმა გააწნა სილა, როცა კომისიაზე არ მივიდნენ, შემდეგ ოქრუაშვილმა ხელუკუღმა დაუმატა და ახლა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ქედს არ უხრის. ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს. ერთი კაცის დასაჭერად გამოიყვანეს ასობით და ათასობით პოლიციელი“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული

გიორგი შარაშიძე – ჩვენი პარტიული სიით გასული დეპუტატები საკრებულოებში შევლენ, პარლამენტის ბოიკოტი კი იყო შეცდომა, რისი გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს – ვაკეთებთ ანალიზს და მივიღებთ გადაწყვეტილებას