ალეკო ელისაშვილი: დილიდან ყიჟინა აქვს ატეხილი პირდაპირი მინიშნებებით, ვითომ სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად მეც გადამიღო უჩა აბაშიძემ მის ცოლთან… მაგ სიბინძურეში ჩაიხრჩობით

პარ­ტია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლი­დე­რი, ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

“ნინო ჯღარ­კა­ვა ჰყავთ ერთი სუს-სის სი­ბინ­ძუ­რე­ე­ბის მედ­რო­შე და ამ მო­სი­ა­რუ­ლე ნა­გავს დი­ლი­დან ყი­ჟი­ნა აქვს ატე­ხი­ლი პირ­და­პი­რი მი­ნიშ­ნე­ბე­ბით ვი­თომ სხვა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მეც გა­და­მი­ღო უჩა აბა­ში­ძემ მის ცოლ­თან.

ისეთ მა­რაზმში არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ ნე­ბის­მი­ერ ტყუ­ილ­ზე და სი­ბინ­ძუ­რე­ზე მზა­დაა რო­გორც ჩანს წა­სას­ვლე­ლად. პირ­ველ რიგ­ში, ვი­ტყვი რომ ჩემი სო­ლი­და­რო­ბა უჩას – აშ­კა­რად მსხვერ­პლს ამ რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის. მერე მე­ო­რე – მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ უჩას დიდი ხა­ნია თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ რო­გორც მი­ლი­ტა­რისტს და ჯერ კი­დევ ფო­რუმ.ჯი დან ვიცი მის შე­სა­ხებ, არა­სო­დეს შევ­ხვედ­რი­ვარ და არ ვიც­ნობ­დი პი­რის­პირ.

პირ­ვე­ლად აქ­ცი­ა­ზე შევ­ხვდი რამ­დე­ნი­მე დღის წინ და ორი წამი მო­ვა­ხერ­ხეთ გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბა. მისი ცოლი ვინ იყო წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და. რომ და­ა­კა­ვეს მხო­ლოდ მა­შინ გა­ვი­გე ვინ იყო უჩას ცოლი. შე­სა­ბა­მი­სად სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ რომ არც უჩას­თან და არც მის მე­უღ­ლეს­თან არა­სო­დეს შე­ხე­ბა არ მქო­ნია. ასე რომ გა­ჯღარ­კა­ვე­ბუ­ლი და გა­რუ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­სა­გო­ნად ვამ­ბობ – სი­ბინ­ძუ­რე­ში ჩა­ძი­რუ­ლე­ბი ხართ და მაგ სი­ბინ­ძუ­რე­ში ჩა­იხ­რჩო­ბით.

ვერც მე შე­მა­ში­ნებთ თქვე­ნი სი­ბინ­ძუ­რე­ე­ბით და ვერც სა­ქარ­თვე­ლოს შე­ა­ში­ნებთ. გა­ვი­მარ­ჯვებთ სა­ხე­ლოვ­ნად”, – წერს ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას