ალეკო ელისაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა იგრძნო, რა სუსხი წამოვა ამერიკიდან, ამიტომ გაგზავნეს იქ გრიგოლ ლილუაშვილი, რომელმაც კონკრეტული გზავნილი ჩაიტანა

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა იგრძნო, რა სუსხი წამოვა ამერიკიდან, ამიტომ გაგზავნეს იქ გრიგოლ ლილუაშვილი, რომელმაც კონკრეტული გზავნილი ჩაიტანა საქართველოდან , – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.
როგორც ელისაშვილმა თქვა, მიხვდა, რომ შარშია, სხვა შემთხვევაში, სუს-ის უფროსს ამერიკაში არ გაუშვებდა, რადგან ეს ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა.
„გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკაში ჩავიდა იმიტომ, რომ აქედან ჩაეტანა გზავნილი. ვიზის გაუქმება არაფერია, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა იგრძნო, რა სუსხი წამოვა ამერიკიდან, მაგალითად ფინანსური, ვერც ერთ ტრანზაქციას რომ ვეღარ განახორციელებენ და არც ერთი ბანკი რომ არ მოემსახურებათ, სა და ჩრდილოეთ კორეის გარდ, ვეღარსად რომ ვეღარ ჩავლენ და კიდევ ღმერთმა უწყის, რეები მოჰყვება ამ სანქციებს, გახსოვთ ხო, რა თქვეს – ისეთ ინფორმაციას ვფლობთ, მათ რეპუტაციას გააცამტვერებსო. ფაქტია, რომ ლილუაშვილის ვიზიტი არ იყო დაგეგმილი, საერთოდ არ ჩაუშვებდა მას ამ ყველაფრის მერე, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ შარშია. ს იქ არ გაუშვებდა, მასთან ელჩები არ მივიდნენ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე და კობახიძეს ვინმე შეუშვებს ამერიკაში? აღარ ჩაესვლება. ლილუაშვილი მეტ-ნაკლებად დაბალანსებული და გაწონასწორებული ტიპია. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით წავიდოდა.
ჩემთვის ეს ხალხი დამთავრებულია, ეს უბრალოდ დროის ამბავია. ძალიან მძიმე ზაფხული გველოდება, ასევე, მძიმე შემოდგომა, მაგრამ 27 ოქტომბერს უნდა ვიზეიმოთ ამ გარუსებული, მოღალატე მთავრობის გაყრა“ – განაცხადა ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. სუს-ის ინფორმაციით, -ში ლილუაშვილის ვიზიტი ყოველწლიურია.
„ეს იყო ყოველწლიური ოფიციალური ვიზიტი, ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი იყო უსაფრთხოების მიმართულებით. თავადაც თქვა [12 ივნისს, პარლამენტში] – გრძელდება პარტნიორობა და ვგეგმავთ საინტერესო თანამშრომლობის ახალ ეტაპებსო – ამასთან დაკავშირებით იყო წასული“,- აცხადებენ სუს-ში.