ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრი საკუთარი პარტიის თავმჯდომარედ მის რეგისტრაციას აჭიანურებს, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ რეპრესიებში ადანაშაულებს

ალეკო ელისაშვილი წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ რეპრესიებზე საუბრობს. როგორც პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე აცხადებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მას პარტიის თავმჯდომარედ განგებ არ არეგისტრირებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ კოალიცია – „ძლიერი საქართველო“ რეალური, პოლიტიკური ალტერნატივაა, ამიტომ, მიაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ მის წინააღმდეგ რეპრესიები უკვე დაიწყო.
„წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ რაღაც დაპირებებს მაინც გვატყუებდა. გავიხსენოთ, ის დაპირება, რომ კეთილდღეობას ჯიბეზე ვიგრძნობდით, რომ თითოეულ სოფელს 5 მილიონი ლარი ექნებოდა, გაზი, წყალი და ბენზინი უფასო იქნებოდა, უფასო ფული იქნებოდა, ევროპას დემოკრატიით გავაოცებდით და ა.შ.
ახლა ამასაც აღარ გვატყუებს „ქართული ოცნება“ და პირდაპირ რეპრესიებს გვიანონსებს. გვეუბნება, რომ ს შემდეგ ყველა პარტიას გააუქმებს და ყველა ოპოზიციონერ პოლიტიკოს დაიჭერს, მაგრამ აქაც იტყუება, რეპრესიები უკვე დაწყებულია! მას შემდეგ, რაც პარტია „მოქალაქეებმა“ ვთქვით, რომ ვუერთდებით კოალიცია „ძლიერ საქართველოს“, დაიწყო რეპრესიები ჩვენი პარტიის წინააღმდეგ, რადგან დაინახეს, რომ ეს კოალიცია რეალური, ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივაა. ამ რეპრესიების განხორციელებაში ჩართულია, ჩვენდა სამწუხაროდ, საჯარო რეესტრი.
საჯარო რეესტრი, აბსოლუტურად, უკანონოდ, უარგუმენტოდ და დაუსაბუთებლად აჭიანურებს ძალიან ელემენტარულ იურიდიულ პროცედურებს, ეს კი წინასაარჩევნო რეპრესიებია!“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თავის მხრივ, პარტია „მოქალაქეების“ გენერალური მდივნის, ივანე ნორაკიძის განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბოროტად იყენებს, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის გამოც პარტია ვეღარ სარგებლობს იმ სიკეთეებით, რომელიც წინასაარჩევნოდ ეკუთვნის.
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბოროტად იყენებს მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და პარტიის ყრილობის შემდეგ, სრულიად კანონიერად არჩეულ თავმჯდომარეს, ალეკო ელისაშვილს, თვეზე მეტია უარს ეუბნება რეგისტრაციაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ პარტია, ფაქტობრივად, დისფუნქციურია და ვერ ახერხებს იმ სიკეთეებით სარგებლობას, რაც გააჩნია – ვერ ახერხებს საარჩევნო რეგისტრაციას, ში ახალი წევრების რეგისტრაციას, უფასო საეთერო დროით სარგებლობას და ა.შ
რეალურად, საუბარია 2-გვერდიან დოკუმენტზე. საჯარო რეესტრის ყველა მითითება და ხარვეზი, რომელიც დადგენილ იყო, ზედმიწევნით იქნა გამოსწორებული. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრმა დღემდე ვერ მოიცალა, რომ ალეკო ელისაშვილი პარტიის თავმჯდომარედ დაარეგისტრიროს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი საფუძველს ტოვებს, რომ ეს პროცესი გასულია სამართლებრივი ჭრილიდან და ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი აქვს. მიზანმიმართულად კეთდება ეს ყველაფერი, რომ პარტიამ ვერ მოახერხოს ამ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება და უფასო საეთერო დროით სარგებლობა“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ გენერალურმა მდივანმა ივანე ნორაკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ