ალეკო ელისაშვილი – არ უნდა შევეგუოთ ქვეყნის გარუსებას, არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ არჩევნები გააუქმეს – არ შევეგუები და ვიბრძოლებ!

მიზანი და მოთხოვნები უცვლელია, არ უნდა შევეგუოთ ქვეყნის გარუსებას! – ამას არ შევეგუები, ვიბრძოლებ, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ინტერპრესნიუსს” მარჯანიშვილის მოედანზე განუცხადა, საიდანაც მხარდამჭერებთან ერთად გაერთიანება დაანონსებულ აქციას “დაიბრუნე ხმას” უერთდება.
მისივე თქმით, არ უნდა შევეგუოთ, რომ გააუქმეს.
“ეს აქცია სამოქალაქო ინიციატივაა, რომელსაც ვუერთდები, ეს არ არის პარტიების ორგანიზებული. მიზანი და მოთხოვნები უცვლელია, არ უნდა შევეგუოთ ქვეყნის გარუსებას, არ უნდა შევეგუოთ იმას, რომ არჩევნები გააუქმეს. ეს გვითხრეს, რომ არჩევნები გაუქმდა, ყოველთვის “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. ეს არჩევნები აღარაა, რუსული წესით და ოპერაციებით ჩატარდებაო. ამას არ შევეგუები, ვიბრძოლებ. საერთაშორისო გამოძიება და ახალი არჩევნები პატიოსანი წესით, სანამ არ შესრულდება ფეხს არ მოვიცვლი”,- აღნიშნა ელისაშვილმა.
როგორც ცნობილია, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია – “დაიბრუნე ხმა” იგეგმება, რომელსაც სტუდენტები, პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები სხავდასხვა ლოკაციიდან უერთიდებიან.