– არც „ლელოს” წევრი ვყოფილვარ ოდესმე და მითუმეტესდა არც „ალდეს”, საიდან უნდა გამრიცხონ? – თავად „ოცნებას“ მოვუწოდებ, გაემიჯნოს ადამიანის უფლებების დამრღვევ პარლამენტის თავმჯდომარეს

„ქართულ ოცნებას” მოვუწოდებ, გაემიჯნოს პარლამენტის უვიც, უცოდინარ და ადამიანის უფლებების დამრღვევ თავმჯდომარეს, – ამის შესახებკოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ს მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც ელისაშვილი წერს, პროტესტის ფორმის შესარჩევად და გამოსახატად, მას არასდროს არავის დავალება არ შეუსრულებია.
„პაპუაშვილს სასამართლოზე ადრე უმსჯელია და გამოუტანია ჩემთვის უკვე განაჩენი. ასეთ განცხადებებს რომ ავრცელებ ადამიანი ან უვიცი ხარ, ან მავნებელი.
ამხელა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ვარო რომ იძახი, ადამიანის უფლებებს რომ არ აღიარებ გასაგებია, მაგრამ არც კანონს იცავ, არც უდანაშაულობის პრეზუმფციას.
როგორც ჩანს ძალზედ შეშინებულია და ბოლო დროს მხოლოდ ჩემზე ფიქრობს. არ იდარდოს, საქართველოში ყველაზე მკაცრ ციხეში ვარ გამოკეტილი, ვერაფერს დავუშავებ. შეუძლია თავად მოვიდეს, ნახოს. აქაურობასაც შეძლებისდაგვარად დავათვალიერებინებ და იქნებ ადამიანის უფლებებიც უკეთ განვუმარტო.
ძალიან მკაფიოდ მინდა ხაზი გავუსვა, რომ პროტესტის ფორმის გამოსახატად და ასარჩევად არც არასდროს არავის დავალებები მიმიღია და შემისრულებია და არც მომავალში ვაპირებ. ასე მიცხოვრია მთელი ცხოვრების მანძილზე და ასეც გავაგრძელებ. თავიანთ თავებში ვეშლები.
ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან “ოცნებაშიც”, ამაზე არიან გამწარებულები, აიჩხლართნენ, ხან რომელი ერთობიდან ითხოვენ ჩემს გარიცხვას და ხან რომლიდან. არც “ლელოს” წევრი ვყოფილვარ ოდესმე და მითუმეტეს არც “ალდეს”, საიდან უნდა გამრიცხონ?
თავად “ოცნებას” კი მოვუწოდებ, გაემიჯნოს პარლამენტის უვიც, უცოდინარ და ადამიანის უფლებების დამრღვევ თავმჯდომარეს”, – წერია ელისაშვილის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საზოგადოებაში არანაირი ეჭვი არ არსებობს, ეჭვი აქვს იმ მცირე ჯგუფს, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს – რომლებსაც აჯერებენ, რომ თუთიყუშს ბუმბული გასძვრა იმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღით მოწამლეს