– არაჩვეულებრივი იქნება, თუ შეწყალების კომისიას აღადგენს – თუ მის თავმჯდომარედ ს დანიშნავს, ეს იქნება კატასტროფა და კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

არაჩვეულებრივი იქნება, თუ შეწყალების კომისიას აღადგენს – თუ მის თავმჯდომარედ დანიშნავს ს, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, – ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა, შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ ეკა ბესელია დანიშნოს.
ელისაშვილი აცხადებს, რომ “ბესელია პატიმრების ბედით ვაჭრობდა”.
„ღმერთმა დაიფაროს, იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ასეთ ძალიან დიდ შეცდომას არ დაუშვებს. ბესელია მთელი თავის ცხოვრება ფულს აკეთებდა პატიმრების ბედით ვაჭრობით. ერთხელ რომ რაღაცას გემოს გაუსინჯავ, მერე სულ გინდა, თან იოლად იშოვება იქ ფული, ნამუსი თუ არ გაქვს და შუბლის ძარღვი თუ გაქვს გაწყვეტილი. ერთი სული აქვს და უტრიალებს ამ ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდეს, ასეთ შარში თავის თავს, ქვეყანას, პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს ნუ გახვევს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ეკა ბესელიას შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. თავად ბესელია აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: პიროვნულ დონეზე, ნინოს (რახან დავმეგობრდით და სახელებით მივმართავთ ერთმანეთს) მინდა ვუთხრა, რომ გავიგე მისი ძახილი. ამოვიკითხე რის თქმასაც ცდილობს და ადამიანურად ვუთანაგრძნობ იმ ვითარების გამო, რაშიც გაყო თავი

გია ხუხაშვილი – „ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნა ვირეშმაკული ტაქტიკაა, ამას სასამართლო, ალბათ, არ დააკმაყოფილებს, ხაბეიშვილმა კი პროვოკატორის როლი შეასრულა და ხელი შეუწყო სარჩელს – ამაზე გაბრაზდებიან, თუმცა ცივი წყალი დალიონ