ალეკო ელისაშვილი – ამ კანტორაში და დუქანში რომ შემოვედი მაგაზეც გული მერევა, ავდექი და დავტოვე სასამართლო პროცესი – აბსურდულ სპექტაკლში და გულისამრევ გაუგებრობაში ვმონაწილეობდი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც ელისაშვილმა განაცხადა აბსურდულ სპექტაკლში მონაწილეობას არ მიიღებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაც აწყობდა ის ეპიზოდი ამოიღო და დანარჩენი ვითომ, არ მომხდარა. მედავებიან, რომ უმისამართოდ ვიგინებოდი და ხულიგანი ვარ. რამდენიმე კაცი უმოწყალოდ რომ მცემდა და ამაზე ყური არ შეუბერტყავთ, ეს არ აინტერესებთ, რა თქმა უნდა. ისედაც გული მერევა ამ შენობაში რომ ვარ და მურუსიძე რომ ჰყავთ ლიდერი. ამ კანტორაში და დუქანში რომ შემოვედი მაგაზეც გული მერევა, მაგრამ.. ავდექი და დავტოვე სასამართლო პროცესი. მე ჩემი სათქმელი ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. არავის არაფერს არ ვერჩოდი, მოსამართლეც ვინაა არ ვიცი. აბსურდულ სპექტაკლში და გულისამრევ გაუგებრობაში ვმონაწილეობდი და ამაში დიდი ხნის მონაწილეობას არ ვაპირებდი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ელისაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებულ კანონდარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.