ს წერილი ციხიდან

ალეკო ელისაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს:
,,პაპუაშვილს სასამართლოზე ადრე უმსჯელია და გამოუტანია ჩემთვის უკვე განაჩენი. ასეთ განცხადებებს რომ ავრცელებ ადამიანი ან უვიცი ხარ, ან მავნებელი.
ამხელა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ვარო რომ იძახი, ადამიანის უფლებებს რომ არ აღიარებ გასაგებია, მაგრამ არც კანონს იცავ, არც უდანაშაულობის პრეზუმფციას.
როგორც ჩანს ძალზედ შეშინებულია და ბოლო დროს მხოლოდ ჩემზე ფიქრობს. არ იდარდოს, საქართველოში ყველაზე მკაცრ ციხეში ვარ გამოკეტილი, ვერაფერს დავუშავებ. შეუძლია თავად მოვიდეს, ნახოს. აქაურობასაც შეძლებისდაგვარად დავათვალიერებინებ და იქნებ ადამიანის უფლებებიც უკეთ განვუმარტო.
ძალიან მკაფიოდ მინდა ხაზი გავუსვა, რომ პროტესტის ფორმის გამოსახატად და ასარჩევად არც არასდროს არავის დავალებები მიმიღია და შემისრულებია და არც მომავალში ვაპირებ. ასე მიცხოვრია მთელი ცხოვრების მანძილზე და ასეც გავაგრძელებ. თავიანთ თავებში ვეშლები.
ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან “ოცნებაშიც”, ამაზე არიან გამწარებულები, აიჩხლართნენ, ხან რომელი ერთობიდან ითხოვენ ჩემს გარიცხვას და ხან რომლიდან. არც “ლელოს” წევრი ვყოფილვარ ოდესმე და მითუმეტეს არც “ალდეს”, საიდან უნდა გამრიცხონ?
თავად “ოცნებას” კი მოვუწოდებ გაემიჯნოს პარლამენტის უვიც, უცოდინარ და ადამიანის უფლებების დამრღვევ თავმჯდომარეს.“
შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
,,…პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირის „თანამებრძოლად“ გამოცხადება, რომელიც ტერორისტულ დანაშაულშია მხილებული, ქმნის მძიმე სამართლებრივ და ეთიკურ პრობლემას. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მორალური არჩევანი – ეს წარმოადგენს ტერორიზმის მიმართ არასათანადო დისტანცირებას, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველებს.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „ლელო“ არის „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) წევრი. ევროპულ პოლიტიკური სივრცეში კი ტერორიზმის გამართლება, ირიბი მხარდაჭერა ან მისგან არასაკმარისი დისტანცირება შეუთავსებელია დემოკრატიული პარტიის სტატუსთან.
ამ კონტექსტში, პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას. პასუხისმგებლობა ავტომატურად ვრცელდება იმ საერთაშორისო პოლიტიკურ გაერთიანებაზეც, რომლის წევრიც ეს პარტიაა. შესაბამისად, ALDE-ს პოზიცია ამ საკითხზე არა პარტიული სიმპათიის, არამედ ევროპული სამართლებრივი და პოლიტიკური სტანდარტების ტესტია. ამასთან, მაშინ, როდესაც საუბარია იმ პოლიტიკურ ოჯახზე, რომლის ლიდერებს შორის არიან ევროკომისრები კაია კალასი და მარტა კოსი, ეს საკითხი სცდება შიდა ქართულ კონტექსტს და გადადის ევროპული პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონეზე.
ევროკავშირის დირექტივა EU 2017/541 ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კრძალავს ტერორიზმის გამართლებას, ტერორიზმის იდეოლოგიურ მხარდაჭერას და ტერორისტული ქმედებისადმი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მინიჭებას. ამავე დირექტივის მიხედვით, ტერორიზმის წახალისება ან მისი ჩამდენი პირის მიმართ პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვა ქმნის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს.
დასკვნა მარტივია: ტერორიზმის მიმართ არ არსებობს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ტერორიზმის წამხალისებელი ან მის მიმართ ბუნდოვანი პოზიციის მქონე პარტიები კი თავად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის“

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა რეჟიმი ასე გიტევს, ის ბოლომდე წავა, გაჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის ძალადობას დაუპირისპირდება გადაულახავი ძალა, რომელიც მას დააფრთხობს – ძალას ახლა კი ვხედავ, მაგრამ ეს ძალა დაქსაქსულია

ირაკლი კირცხალია ALDE-ზე – „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია