ალეკო ელისაშვილის საქმე – პროკურატურის მიერ სასამართლოში მიყვანილმა მოწმემ ჩვენება ე.წ. დაზრალებულის, ალი ბაბევის წინააღმდეგ მისცა.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” წევრს გამოძიება “ქართულ ოცნების” წევრის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით ცემას ედავება
აკაკი ოგანესიანმა სასამართლოს უთხრა, რომ ალი ბაბაევმა მას ჯერ ჯოხი გამოართვა, შემდეგ კი დასარტყამად ალეკო ელისაშვილისკენ გაემართა.
მოუქნია, მაგრამ ვერ მოასწრო დარტყმა, რადგან გააშველეს – თქვა სასამართლო დარბაზში პროკურატურის მოწმემ.
,,უცხო პიროვნება მოვიდა ჩემკენ, მთხოვა ჯოხი. მეც მივეცი ჯოხი, იმიტომ, რომ ვერ წარმოვიდგენი, რას გააკეთებდა ამ ჯოხით. აიღო ჯოხი და გაექანა მეორე უცხო პიროვნებისკენ, რომელთანაც ძიძგილაობდა. ჯოხის მორტყმაც ვერ მოასწრო, რადგან უცხო პიროვნებებმა გააშველეს. ლანძღვაში გადავიდნენ ეს უცხო პიროვნებები და ამავე დროს, უცხო პრიოვნება, როცა ყველაფერი დასრულებული იყო, საერთოდ ჩემთვის უცხო პიროვნებამ დამიბრუნა ჯოხი უკან. რომელიც ჩემკენ მოდიოდა იყო ჭაღარა, ხნიერი კაცი, სადღაც 60 წლის დაახლოებით, ლურჯი ქურთუკი ეცვა, დაბალი კაცი იყო, მეორე იყო მაღალი, მას ლურჯი დუტი ეცვა. არ იყო ჩხუბზე გადასსვლა, მაგრამ შეკამათება იყო. რადგან ჯოხი გამომართვა იმ პიროვნებამ, უცებ მოვიხსენი ყურსასმენი, დამაინტერესა, რისთვის გამომართვა და რომ გაექანა, ვნახე რომ ვიღაცისთვის ჯოხის დასარტყმელად მიდიოდა. გავიხედე და უკვე ლანძღავდნენ ერთმანეთს. თავიდან იყო ძიძგილაობა, ჩხუბი იყო უშუალოდ ჯოხის აღების დროს. ჯოხი გამომართვა და გაიქცა, რომ ჯოხი დაერტყა. მოუქნია, მაგრამ ვერ მოასწრო დარტყმა, რადგან გააშველეს”, – ამბობს მოწმე.
ალეკო ელისაშვილის თქმით, პროკურატურის მოწმის ჩვენების საფუძველზე დასაჭერი არა თავად, არამედ ალი ბაბევია.
ერთი მოწმე ჰყავთ კიდე ირანელი, რომელიც ამტკიცებს, ელისაშვილი პოლიტიკური ნიშნით იგინებოდაო, ოღონდ ქართული არ იცის – ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი.
ძალიან ანეგდოტური ვითარება იყო. პროკურატურას თავზე დაემხო ყველაფერი. თვითონ მოიყვანეს მოწმეები, რომლებიც ამბობდნენ, ალი ბაბაევი მისდევდა ჯოხით ელისაშვილსო. ოღონდ ის ალი ბაბაევი რომ ალი ბაბევია, კაციშვილმა არ იცოდა. მეორე, საერთოდ არაფერი არ დაგვინახავსო. თავზე დაემხოთ და იმდენად უხერუხლ და სასაცილო ვითარებაში იყვნენ პროკურორები, ჩვენ გვსაყვედუროდბნენ, კითვებს რატომ არ უსვამთო და რა კითხვა უნდა გვქონოდა, გოგო იძახდა, არაფერი არ დამინახავსო. და ის ბიჭი ამბობდა, წამართვა ალი ბაბევმა ჯოხი და მისდევდა უნდა ჩაერტყაო. ჩემი დაჭერა სწრაფად არ უნდათ და ასე ნელა, ტაატით, ზლაზვნით მიჭერენ. ერთი მოწმე ჰყავთ კიდე ირანელი, რომელიც ამტკიცებს, ელისაშვილი პოლიტიკური ნიშნით იგინებოდაო, ოღონდ ქართული არ იცის და რა იცოდა იმან, მე პოლიტიკური ნიშნით ვაგინებოდი, თუ არაპოლიტიკური. თავიდან ბოლომდე აბსურდია ეს საქმე. პირიქით, იქით არის დასაჭერი ალი ბაბევი, იმიტომ, რომ იმხელა რკინას მირტყამდა თავში”, – აცხადებს ელისაშვილი.
მოწმის ჩვენების შედეგ, პროკურატურა მედიას არწმუენბდა, რომ საქმეში არა მის მიერ მოყვანილი მოწმის ჩვენება იყო მნიშნელოვანი და გადამწყვეტი, არამედ ის კადრები, რომელიც გამოძებამ ელისაშვილსი წინააღმდეგ საქმეში ჩადო.
შემდეგი სასამართლო პროცესი მოსამართლემ 12 ივლისს 13:00 სათზე ჩანიშნა. (ტვპირველი)
