ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე განხორციელებული თავდასხმით ლიბერალური ფაშიზმის მესვეურებმა პანდორას ყუთი გააღეს

ალეკო ელისაშვილის მიერ ზე განხორციელებული თავდასხმით ლიბერალური ფაშიზმის მესვეურებმა პანდორას ყუთი გააღეს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკანასკნელ სამ თვეში ფსევდოლიბერალიზმის მიერ ტრადიციული, კონსერვატიული, სუვერენული, ეროვნული ძალების ლიდერებზე თავდასხმებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ ს მიერ მამუკა მდინარაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ პანდორას ყუთი გაიხსნა.
„მიმდინარე წლის 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე, დიდი ალბათობით წინასწარ მიღებული დავალების თანახმად დარბაზში ჩასაფრებულად მყოფმა ალეკო ელისაშვილმა პირდაპირ ეთერში თავდასხმა განახორციელა უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეზე.
მაშინ აზრადაც არ მოგვივიდოდა, თუ პანდორას რა ყუთი გააღეს ამით ლიბერალური ფაშიზმის მესვეურებმა. მიმდინარე წლის 15 მაისს განხორციელდა ს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ლიბერალი-ფანატიკოსის მხრიდან თავდასხმა – მადლობა ღმერთს, ის გადარჩა და დღეს ნელ-ნელა იბრუნებს თავის ფიზიკურ ფორმას. მიმდინარე წლის 16 მაისს ხორვატიასთან საზღვრისპირა ქალაქ სომბორის მკვიდრი, დრაგან მიატოვიჩი დაკავებული იყო სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩზე შესაძლო თავდასხმის მომზადების გამო – გვამცნო ქვეყნის შს მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა. მიმდინარე წლის 23 მაისს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ სთან სატელეფონო საუბარში განახადა: „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ”.
მიმდინარე წლის 24 ივნისს შტუტგარტში, აეროპორტში მიმავალ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს კორტეჟს შეუვარდა ავტომანქანა, რომელიც პრემიერის მანქანას უნდა ეჯახებოდა, მაგრამ დარტყმის ძალა თავის თავზე აიღო ესკორტის მოტოციკლეტმა, რა დროსაც ადგილზე დაიღუპა 61 წლის პოლიციელი. მიმდინარე წლის 14 ივლისს “გლობალური ომის პარტიის” წაქეზებითა და დავალებით, ექს-პრეზიდენტ ს მიმართ განხორციელებულმა სროლებმა, პრეზიდენტობის კანდიდატი დაჭრეს, მისი მომხრე მოკლეს, თანაპარტიელები დაასახიჩრეს, მაგრამ რეალურად – ლიბერალურ ფაშიზმს მიაყენეს ერთ-ერთი უკანასკნელი და საბოლოო მომაკვდინებელი დარტყმა. ასეთი იყო უკანასკნელ სამ თვეში ფსევდოლიბერალიზმის მიერ ტრადიციული, კონსერვატიული, სუვერენული, ეროვნული ძალების ლიდერებთან “დემოკრატიული” მეთოდებით ანგარიშსწორების ეპოპეა. თითქოს ფონად დაჰყვებოდა ამ ყველა შემთხვევას მათი აგენტის ისტერიული ყვირილი: “ორი ტრუპიმინდა!”. ვერ მოგართვით, რამეთუ სიმართლე და უფალი – ჩვენთან არს!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს