ალეგრის “ლაციოში” მუშაობის პერსპექტივა არ მოსწონს და პრემიერ ლიგისკენ იმზირება

ცნობილი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსიდან” დათხოვნილი მასიმილიანო ალეგრი სამწვრთნელო საქმიანობაში პაუზის აღებას არ გეგმავს.
გავრცელებული ცნობით, “შეშლილ მაქსს” სამსახურს “ლაციო” სთავაზობს, თუმცა რომაულ გუნდში მუშაობის პერსპექტივა არ ხიბლავს, “მილანმა” კი არჩევანი პაულო ფონსეკაზე გააკეთა.
ალეგრის უნდა, რომ მუშაობა პრემიერ ლიგაში განაგრძოს და წინადადებას ახლა სწორედ ინგლისიდან ელის.