„ალდე“ იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, მათ აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი ფეიკ ტელევიზიის მხრიდან

„ალდე“ იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, მათ აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი ფეიკ ტელევიზიის მხრიდან
„ალდე“ იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) განცხადებას ეხებოდა.
პრემიერის თქმით, „ალდეს“ აქვს ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი „ფეიკ“ ტელევიზიის მხრიდან.
„ეს არის მარტივი, კოორდინირებული სქემა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. მარტივი სიყალბე გაავრცელეს. „ალდე“ იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში. ამაზე უნდა წუხდეს „ალდე“ და ამ დროს, მათ აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი „ფეიკ“ ტელევიზიის მხრიდან. ასე გაირკვა, რომ „ფეიკ“ ტელევიზიამ გაავრცელა კონკრეტული ყალბი ინფორმაცია. „ალდე“ დღეს უნდა წუხდეს სწორედ ამაზე, რომ მისი წევრი, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში. ამაზე უნდა წუხდეს, თუმცა „ალდე“ ცდილობს, სიყალბეზე დაყრდნობით გადაიტანოს აქცენტები, რაც მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც კონკრეტულად ამ ევროპულ პარტიაშია შექმნილი“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

სანქციები არსებობს, მათ შორის, დე-ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან, იგი ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ვერავითარი შანტაჟი ვერ ჭრის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე, მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა

რამდენი ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, ყველა ცდილობს, პოლიტიკაში იპოვოს თავშესაფარი და ეს ხდება კონკრეტულად ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, რაც არასწორია, ეს სტანდარტი დაამკვიდრა რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში, აძლევენ თავშესაფარს ყველა კრიმინალს, თუმცა საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს

მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით, კარგია, რომ მათ ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს აღნიშნული პროექტი