„ალდე“ – აღმაშფოთებელია: “ქართული ოცნების” რეჟიმმა ოთხი ლიბერალი ოპოზიციონერი ლიდერი ჩასვა ციხეში – ეს წმინდა პოლიტიკური რეპრესიაა

აღმაშფოთებელია: “ქართული ოცნების” რეჟიმმა ოთხი ლიბერალი ოპოზიციონერი ლიდერი ჩასვა ციხეში. ეს წმინდა პოლიტიკური რეპრესიაა, – ამის შესახებ განცხადებას ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანება „ALDE Party“ ავრცელებს.
„ალდე“ ითხოვს ოპოზიციონერების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
„ქართველი ხალხი დემოკრატიას მოითხოვს, და მათ აჩუმებენ. ლიბერალები ჩუმად არ დარჩებიან. მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს “ძლიერი საქართველოს” ორი ლიდერი – და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.