„ალდაგში“ ავტომობილის დაზღვევას საჩუქრები მოყვება

მომხმარებლები, რომლებიც ავტომობილს 31 იანვრამდე „ალდაგში“ დააზღვევენ, სპეციალურად დაკომპლექტებულ სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებენ. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სასაჩუქრე ნაკრებში, მომხმარებლებს ავტომობილის მოვლისთვის საჭირო მრავალფეროვანი პროდუქტი დახვდებათ, რომელიც შექმნილია კომფორტისთვის და მძღოლებს შესაძლებლობას მისცემს, იზრუნონ საკუთარ მანქანაზე და მზად იყვნენ მოულოდნელობებისგან თავის დასაცავად.
„ზამთარში ავტომობილს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება. ამინდის ცვლილებასთან ერთად, ავტოსაგზაო შემთხვევების რისკიც იმატებს, შესაბამისად, მომხმარებლებს ავტო დაზღვევის მოქნილ პირობებთან ერთად, განახლებულ ავტობოქსს ვთავაზობთ, რომელიც მათ მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს “, – აცხადებენ „ალდაგში“.
„ალდაგის“ ავტოდაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, ), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.
„ალდაგი ავტო“ დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და აქ მიღებული გამოცდილებით მძღოლების 97% კმაყოფილია“,-აღნიშნავენ სადაზღვევო კომპანიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი ლენა შილინგი – მზია ამაღლობელის საქმე აჩვენებს, რომ დემოკრატიები საფრთხეშია – ის, რისთვისაც ბრალი წაუყენეს, ევროპის უმეტეს ქვეყნებში, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული

გიორგი კლდიაშვილი – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაპატიმრება „შავი ლაქაა“ ქვეყნისთვის, რაც შეეხება აქციებზე დაკავებულებს, მიუხედავად სისტემის მობილიზებისა, რომ მათ ბრალი დაუმტკიცონ, ამას ვერ ახერხებენ