საადაზღვევო კომპანია ალდაგსა და საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ასოციაციის წევრ კომპანიებსა და ალდაგს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაცია (GALT) საქართველოში რეგისტრირებულ სახმელეთო გადამზიდავებს აერთიანებს და მისი მიზანია ამ სფეროში მოღვაწე პირთა კვალიფიკაციის ამაღლების, სანდოობისა და ქართველი გადამზიდავების ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე.
“მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დავასრულეთ და შესაძლებლობა გვაქვს დავიწყოთ თანaამშრომლობა, როგორც საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციასთან, ასევე, მის წევრ კომპანიებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებლობა გვექნება წევრ კომპანიებს გავუზიაროთ ინფორმაცია დაზღვევის საჭიროებისა და ეფექტურობის შესახებ. დაზღვევა გადამზიდავებისთვის არის ერთადერთი მექანიზმი ფინანსური რისკებისგან თავის დასაცავად და გვსურს შევთავაზოთ მათზე მორგებული პირობები და დაფარვები,” – ნონა ბარამია, ალდაგის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი;
“საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტისთვის, როგორც საკუთარი, ასევე დამკვეთის რისკების დაზღვევა, მნიშვნელოვანი მექანიზია. სამწუხაროდ, ქართველ გადამზიდავთა უმრავლესობა არ სარგებლობს სადაზღვევო პროდუქტებით, რაც გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობითა და ხარჯების ოპტიმიზაციით. ალდაგთან თანამშრომლობის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ერთი მხრივ, მივაწოდოთ გადამზიდავებს ყველა ინფორმაცია მათთვის აუცილებელი სადაზღვევო პროდუქტების შესახებ და მეორე მხრივ, ეს პროდუქტები გავხადოთ მათთვის ხელმისაწვდომი,”- ირაკლი ნემსაძე, საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციის თავმჯდომარე;
სადაზღვევო კომპანია ალდაგი კორპორატიული დაზღვევის ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM best bb+ და წარმოდგენილია როგორც საქართველოში უმსხვილესი კორპორატიული სადაზღვევო პორტფელით, ისე რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.
