ალდაგი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023-ის პარტნიორი იყო

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებული, ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2023-ის პარტნიორი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოლიმპიადის მიზანი სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების, აგრარული დარგის და პროფესიების პოპულარიზაციის, აგრარული განათლების ხელშეწყობის, ახალგაზრდების დაინტერესებისა და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა იყო.
პარტნიორობის ფარგლებში, „ალდაგმა“, აგრო ოლიმპიადის კონკურსში, აგრონომის ნომინაციაში გამარჯვებული ექვსი სპეციალისტი, „ალდაგის“ მიერ დაწესებული სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.
„ყოველთვის მზად ვართ, ფერმერებსა თუ სპეციალისტებს, რომლებიც აგრარულ დარგში მოღვაწეობენ, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. ასეთი ინიციატივები ეხმარება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, რაც ჩვენთვის, როგორც სადაზღვევო კომპანიისთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტია. წლების განმავლობაში ჩვენ ფერმერებისთვის მილიონობით ლარის ანაზღაურება გვაქვს გაცემული, რათა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ სექტორის გაძლიერებას. მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გავაგრძელებთ და მათ შორის საუკეთესო პროფესიონალებისა და დარგის სპეციალისტების დაჯილდოების გზით“, – აცხადებს „ალდაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ქეთევან მაღალაშვილი.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, ლიდერია აგროდაზღვევის სფეროში და ფერმერებს დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად, ანაზღაურების უსწრაფეს სისტემას სთავაზობს. ალდაგში, ფერმერებს ისეთი კულტურების დაზღვევა შეუძლიათ, როგორიცაა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის);